From Wikipedia, the free encyclopedia
სიეგო-დე-ავილა (ესპ. Ciego de Ávila) — ქალაქი კუბის ცენტრალურ ნაწილში, სიეგო-დე-ავილის პროვინციის დედაქალაქი. მისი მოსახლეობა 86 100 ადამიანია.
მუნიციპალიტეტი | |
---|---|
სიეგო-დე-ავილა Ciego de Ávila | |
ქვეყანა | კუბა |
პროვინცია | სიეგო-დე-ავილის პროვინცია |
კოორდინატები | 21°50′53″ ჩ. გ. 78°45′47″ დ. გ. |
დაარსდა | 1840 |
ფართობი | 918 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 55 მ |
მოსახლეობა | 135 736 კაცი (2004) |
სიმჭიდროვე | 305 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC-5 |
სატელეფონო კოდი | +53-43 |
საფოსტო ინდექსი | 65100 |
ოფიციალური საიტი | https://www.asambleaciegodeavila.gob.cu/es/ |
ქალაქი კარეტერა-სენტრალის ავტომაგისტრალზე, მთავარ რკინიგზაზე მდებარეობს. მისი ნავსადგური, ხუკარო მდებარეობს 24 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით, კარიბის ზღვაზე, ანა-მარიას ყურესთან. ქალაქი ჰავანადან აღმოსავლეთით, 460 კმ-ის დაშორებითაა გაშენებული, 110 კმ-ით დასავლეთით მდებარეობს ქალაქი კამაგუეი. 1976 წლამდე ის კამაგუეის პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა, როდესაც ფიდელ კასტროს მთავრობამ ის ახლადშექმნილ სიეგო-დე-ავილის პროვინციიის დედაქალაქად გამოაცხადა.
სიეგო-დე-ავილა 1840 წელს დაარსდა და ამ დორისთვის მისი მოსახლეობა 263 ადამიანს შეადგენდა. 1877 წელს შეიქმნა მუნიციპალური მთავრობა და სიეგო-დე-ავილა ქალაქ მორონისგან დამოუკიდებელი გახდა. მისი მნიშვნელობა განსაკუთრებით მაშინ გაიზარდა, როდესაც ესპანეთის არმიამ ტროჩა-დე-ხუკარო-ა-მორონის სახელით ცნობილი გამაგრებული სამხედრი ხაზი ააშენა, რომლის მიზანიც კუბის დამოუკიდებლობისთვის პირველი ომის მეამბოხეთათვის გადაადგილების ხელშეშლა იყო (1868-1878). „ტროჩა“საკმარისად ძლიერი აღმოჩნდა იმისთვის, რომ შეეჩერებინა კუბელთა ძალები, მაგრამ უძლური აღმოჩნდა გენერალ მაქსიმო გომესისა და მისი რამდენიმე ასეული მებრძილის წინაშე. სიეგო-დე-ავილის ბევრი ესპანური კოლონიური შენობა ანხელა ერნანდეს ვიუდა დე ხიმენესმა ააშენა — მდიდარმა სოციალისტმა, რომელიც თავის მშობლიურ ქალაქში კულტურის მექის შექმნისათვის იბრძოდა. ხშირად ამ ქალბატონს ქალაქის დამაარსებლადაც კი მოიხსენიებენ.
2004 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 135 736 ადამიანს შეადგენდა.[1] 445 კმ² ფართობზე მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 305 ადამიანი კმ²-ზე.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.