From Wikipedia, the free encyclopedia
სახელმძღვანელო ნამარხები, სახელმძღვანელო ფორმები — გარკვეული გეოლოგიური ასაკის დანალექი ქყებებისათვის განსაკუთრებით დამახასიათებელი ცოცხალი ორგანიზმების განამარცხებული ნაშთები. სახელმძღვანელო ნამარხებს ახასიათებს გავრცელების ფართო გეოგრაფიული არეალი და მცირე ვერტიკალური (შრიდან შრეში) დიაპაზონი, რადგან ეს ორგანიზმები როგორც ბიოლოგიური სახეობა, არსებობდა გეოლოგიური დროის მცირე მონაკვეთის განმავლობაში. სახელმძღვანელო ნამარხებით შესაძლებელია სხვადასხვა რეგიონის ნალექების კორელაცია. დანალექი წყებების სტრატიგრაფიის დადგენის თანამედროვე პალეონტოლოგიურ მეთოდს საფუძვლად უდევს არა სახელმძღვანელო ნამარხების ცალკეული ფორმების შესწავლა, არამედ — შრეში დაცულ განამარხებულ ორგანიზმთა მთელი კომპლექსისა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.