საციხისთავო
From Wikipedia, the free encyclopedia
საციხისთავო — ამ ტერმინით ფეოდალურ საქართველოში აღინიშნებოდა სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც ციხისთავი განაგებდა. მოგვიანებით საციხისთავოები გადაეცემოდა მემკვიდრეობით, რამაც მათი სათავადოების ნაწილად ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.
საციხისთავო ეწოდებოდა ასევე საგანგებოდ ციხისთავის სასარგებლოდ დაწესებულ გადასახადს.