საქართველოს უნივერსიტეტი
უნივერსიტეტი / From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს უნივერსიტეტი — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში. წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ კერძო უნივერსიტეტს ქვეყნის მასშტაბით. დღეის მონაცემებით, უნივერსიტეტში 6000-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტში შემოთავაზებულია სამივე საგანმანათლებლო საფეხურის (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) აკრედიტებული პროგრამები როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე.
![]() | ეს სტატია ან სექცია რეკლამის ტიპისაა. |
ყურადღება: ეს სტატია/სექცია შეიცავს ფრაგმენტებს, რომლებიც არ იცავს მიუკერძოებლობის პრინციპს. |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
საქართველოს უნივერსიტეტი | |
---|---|
![]() | |
დაფუძნდა | 2004 |
ტიპი | კერძო |
კანცლერი | კოკა თოფურია |
პრეზიდენტი | მანანა სანაძე, გიული ალასანია |
დეკანი | 6 |
სტუდენტი | 6000 |
ბაკალავრი | 2996 |
მაგისტრანტი | 452 |
დოქტორანტი | 39 |
კურსდამთავრებული | 806 |
მისამართი | კოსტავას ქ. № 77ა, თბილისი, საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
ქვეყანა | საქართველო |
ტელეფონი |
კანცელარია - (99532) 2241144 ან 2522222 (შიდა104) ცნობათა ბიურო – (99532) 241144 ან 2522222 (შიდა 101) |
კამპუსი | 3 |
http://www.ug.edu.ge/ |
საქართველოს უნივერსიტეტი გამორჩეულია უმაღლესი ხარისხის, მომთხოვნი საგანმანათლებლო პროცესითა და ისეთი ტიპის თანამედროვე ინფრასტრუქტურით, რომელშიც ადამიანი ხარისხიან განათლებასთან ერთად პრაქტიკულ უნარებსაც ეუფლება. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი მაღალკვალიფიციურ, კრეატიულ და ენთუზიაზმით აღსავსე პროფესიონალებისაგან შემდგარ გუნდს წარმოადგენს, რომელიც მზად არის აღზარდოს აუცილებელი ცოდნით, უნარებითა და ღირებულებებით აღჭურვილი ადამიანი.
საქართველოს უნივერსიტეტის მიზანი თითოეული სტუდენტის პიროვნული განვითარება და მისი, როგორც მაღალი დონის პროფესიონალის ჩამოყალიბებაა.