საქართველოს საფეხბურთო სუპერთასი
From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს საფეხბურთო სუპერთასი — საფეხბურთო გათამაშება საქართველოში, სადაც ეროვნული ლიგის და საქართველოს თასის გამარჯვებულები ხვდებიან ერთმანეთს. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ჩემპიონატსაც და თასსაც ერთი გუნდი მოიგებს, მაშინ მას სუპერთასზე თასის ფინალში დამარცხებული გუნდი დაუპირისპირდება. სუპერთასი პირველად 1996 წელს გათამაშდა.
სწრაფი ფაქტები დაარსდა, რეგიონი ...
სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასი | |
დაარსდა | 1996 |
---|---|
რეგიონი | საქართველო |
გუნდების რაოდენობა | 4 |
ყველაზე ტიტულ. გუნდი | თბილისის „დინამო“ (9-ჯერ) |
მოქმედი გამარჯვებული | ტორპედო (მე-3) |
ვებ-საიტი | gff.ge |
დახურვა
გათამაშების ისტორიაში ყველაზე წარმატებული კლუბია თბილისის „დინამო“, რომელმაც 9-ჯერ მოიპოვა ტიტული. მოქმედი გამარჯვებულია თბილისის „დინამო“.[1]
2023 წლიდან სუპერთასის გათამაშება ახალი ფორმატით გაიმარტება. – სუპერთასისთვის 4 გუნდი იბრძოლებს და იქნება ნახევარფინალები და ფინალი. მინიტურნირში ევროთასების საგზურის მფლობელი სამი გუნდი და საქართველოს თასის გამარჯვებული ითამაშებს.[2]