From Wikipedia, the free encyclopedia
წინამდებარე სტატიაში მოცემულია საქართველოს თავდაცვის ძალებში ამჟამად არსებული სამხედრო წოდებები და მათი განმასხვავებელი ნიშნები (ინსიგნიები).
სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მომსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) შემადგენლობებია:
წოდება | ნატოს კოდი | განმასხვავებელი ნიშანი |
---|---|---|
რიგითი | ![]() | |
I კლასის რიგითი | ![]() | |
კაპრალი | ![]() | |
კაპრალ-სპეციალისტი | ![]() | |
უმცროსი სერჟანტი | ![]() | |
სერჟანტი | ![]() | |
უფროსი სერჟანტი | ![]() | |
მასტერ-სერჟანტი | ![]() | |
მთავარი სერჟანტი | ![]() |
ოფიცრების შემადგენლობებია:
წოდება | ნატოს კოდი | განმასხვავებელი ნიშანი |
---|---|---|
ლეიტენანტი | ![]() | |
უფროსი ლეიტენანტი | ![]() | |
კაპიტანი | ![]() | |
მაიორი | ![]() | |
ვიცე-პოლკოვნიკი | ![]() | |
პოლკოვნიკი | ![]() | |
ბრიგადის გენერალი | ![]() | |
გენერალ-მაიორი | ![]() | |
გენერალ-ლეიტენანტი | ![]() |
პირველადი სამხედრო წოდება რიგითი ენიჭება:
პირველადი სამხედრო წოდება ლეიტენანტი ენიჭება:
სამხედრო მოსამსახურეს მორიგი სამხედრო წოდება ენიჭება თანამიმდევრობით, საფეხურის გამოტოვების გარეშე. სამხედრო მოსამსახურეს მორიგი სამხედრო წოდება (გარდა უმაღლესი ოფიცრისა) ენიჭება შემდეგი პირობების ერთდროულად არსებობის შემთხვევაში:
სამხედრო მოსამსახურეს უმაღლესი ოფიცრის და ვადამდე პოლკოვნიკის სამხედრო წოდებებს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი; პოლკოვნიკის სამხედრო წოდებას, ლეიტენანტის სამხედრო წოდებას (საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ჩარიცხული უმაღლესი განათლების მქონე პირი, თუ იგი აკმაყოფილებს თანამდებობისათვის წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს), ვადამდე სამხედრო წოდებას (გარდა უმაღლესი ოფიცრის და ვადამდე პოლკოვნიკის) და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მშვიდობის აღდგენისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციებში, სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებსა და საერთაშორისო მისიებში წარგზავნილ ოფიცერს მივლინების პერიოდში დროებით სამხედრო წოდება ანიჭებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. სხვა შემთხვევაში სამხედრო წოდებებს ანიჭებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ან მის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი თანამდებობის პირი;
სპეციალური წოდების მქონე პირები საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაიწვევიან სამხედრო რეზერვიდან რეზერვის სამხედრო წოდებით.
მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილია სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგი მინიმალური ვადები:
უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდების მისანიჭებლად ვადა არ დგინდება. ამ წოდების მინიჭება მოხდება თუ სამხედრო მოსამსახურეს უკავია ისეთი სამხედრო თანამდებობა, რომლისთვისაც შტატით გათვალისწინებულია მისანიჭებელი სამხედრო წოდების თანაბარი ან უფრო მაღალი სამხედრო წოდება. არმიის გენერლის სამხედრო წოდების მინიჭება დაიშვება მხოლოდ ომის დროს, განსაკუთრებული საბრძოლო დამსახურებისათვის.
მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილი სამხედრო სამსახურის გავლის მინიმალური ვადებისგან განსხვავებით დგინდება, რომ:
სამხედრო მოსამსახურეს,აგრეთვე რეზერვში მყოფ ან გადამდგარ პირს სამხედრო წოდება შეიძლება ჩამოართვას მხოლოდ სასამართლომ. ნასამართლობის მოხსნის (გაბათილების) ან რეაბილიტაციის შემთხვევაში აღნიშნულ პირებს ჩამორთმეული სამხედრო წოდება, მათი სურვილისამებრ, უნდა აღუდგინოს იმ თანამდებობის პირმა,რომელსაც აქვს ამ სამხედრო წოდების მინიჭების უფლება.
სამხედრო მოსამსახურე შეიძლება სამხედრო წოდებით ერთი საფეხურით ჩამოაქვეითონ ან აღადგინონ წინანდელ სამხედრო წოდებაში საერთო საჯარისო წესდებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განაზღვრული წესით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.