From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს პიონერი — ვაშლის სასუფრე ჯიში. მიღებულია ზამთრის ოქროსფერი პარმენისა და ზამთრის ბანანის შეჯვარებით. უმეტესად გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში. ხე ინტენსიურად იზრდება. აქვს მომრგვალო-პირამიდული ვარჯი, მსხვილი და მომრგვალო ფორმის (ფუძესთან განიერი) ნაყოფი, თხელი, მოყვითალო, ღია წითლად შეფერილი კანი, რომელსაც მუქი წყვეტილი ზოლები დასდევს. რბილობი მოყვითალოა, საშუალო სიმკვრივისა, ნაზი, წვნიანი, კარგი არომატი და გემო აქვს. ტრანსპორტაბელურია. ხე მსხმოიარობას იწყებს მე-5 — მე-6 წელს, უხვმოსავლიანია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.