საქართველოს მონარქების მეუღლეების სია
From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს მონარქების მეუღლეების სიაში წარმოდგენილია იმ ადამიანთა სია, რომლებიც დაქორწინებულნი იყვნენ საქართველოს მონარქებზე. აქ წარმოდგენილია როგორც ერთიანი საქართველოს, ისე მანამდე არსებული და მისი დაშლის შემდეგ წარმოშობილი ქართული სამეფოების მონარქთა მეუღლეების სია. აღსანიშნავია, რომ ამ კონსორტთა შორის მხოლოდ სამი იყო მამაკაცი, ხოლო ქალი კონსორტების უმეტესობა ეროვნებით ქართველი იყო. სხვადასხვა პერიოდში ისინი ფლობდნენ იბერიის, საქართველოს, აფხაზეთის, კახეთის, სომხეთის, ქართლის, იმერეთისა და ქართლ-კახეთის დედოფლის წოდებას და იწოდებოდნენ, როგორც „დედოფალთ დედოფალი“. საქართველოს უკანასკნელ დედოფლად ქართლ-კახეთის მეფე გიორგი XII-ის მეუღლე, მარიამ ციციშვილი მიიჩნევა, თუმცა ისტორიაში უკანასკნელი ქართული სამეფოს დედოფალი იყო იმერეთის მეფე სოლომონ II-ის ცოლი, მარიამ დადიანი, რომელიც 1810 წლამდე ინარჩუნებდა წოდებას. რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ ეს წოდებები გაუქმდა.