![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a2/Sutlej_Valley_from_Rampur_ca._1857.jpg/640px-Sutlej_Valley_from_Rampur_ca._1857.jpg&w=640&q=50)
სატლეჯი
From Wikipedia, the free encyclopedia
სატლეჯი, ქვემო დინებაში პანჯნადი (პენჯ. ستلج, ਸਤਲੁਜ, ურდუ ستلج, ჰინდი सतलुज, სანსკრ. शतद्रु ან सुतुद्री) — მდინარე აზიაში. ინდის ყველაზე მძლავრი შენაკადი. მიედინება ჩინეთის, ინდოეთის და პაკისტანის ტერიტორიებზე. სათავეს იღებს ტიბეტის მთიანეთში 4630 მ. სიმაღლეზეკაილას მთისა და მანასაროვარის ტბის სიახლოვეს, ტბა ლანგა–ცოს დასავლეთ სანაპიროს გვერდით. მდინარის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 1536 კმ. (აქედან 1050 კმ. მიედინება ინდოეთში), აუზის ფართობია 395 ათასი კვ. კმ. ( აქედან, 24 ათასი კვ. კმ. მდებარეობს ინდოეთში) სატლეჯი როგორც შვიდმდინარეთიდან ერთ–ერთი მოიხსენება "ვედებში" შუტუდრის ან შატადრუს სახელით.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a2/Sutlej_Valley_from_Rampur_ca._1857.jpg/320px-Sutlej_Valley_from_Rampur_ca._1857.jpg)