სარკინოზები
From Wikipedia, the free encyclopedia
სარკინოზები (იგივე სარაცინები) — გვიანი შუა საუკუნეების ევროპაში მაჰმადიანების მიმართ გამოყენებილი ფართოდ გავრცელებული ტერმინი. მისი მნიშვნელობა მთელი ისტორიის განმავლობაში თანდათან იცვლებოდა. ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში, ბერძნულ და ლათინურ ენებში, სარკინოზად მოიხსენიებდნენ ხალხს, რომლებიც რომის ახლო პროვინციის — არაბეთის უდაბნოებში ცხოვრობდნენ, მაგრამ არაბებისგან განსხვავდებოდნენ[1]. ადრე-შუასაუკუნეების ევროპაში ეს ტერმინი უკვე არაბებზეც ვრცელდებოდა[2]. XII საუკუნის ლათინურ ლიტერატურაში კი სარკინოზებად უკვე ყველა მაჰმადიანს მოიხსენიებდნენ.[3]