From Wikipedia, the free encyclopedia
სანიგეთი — სანიგებით დასახლებული ისტორიული მხარე ახლანდელი აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. სანიგეთის "მეფეს" სპადაგას, რომელსაც ძალაუფლება იმპერატორ ადრიანესგან მიუღია, იხსენიებს არიანე II საუკუნის პირველ ნახევარში. როგოპრც მეფის სახელიდან ჩანს, იგი ადგილობრივი დინასტი უნდა ყოფილიყო. ს. ჯანაშიას სანიგეთი კოლხეთის სამეფოს დაშლის შედეგად წარმოქმნილ სამეფოდ მიაჩნია. გ. მელიქიშვილის აზრით, სანიგეთის გაერთიანება წარმოადგენდა ტომთა კავშირს სახელმწიფოებრიობის ძლიერი ჩანასახით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.