სამხრეთ სუდანის დროშა
From Wikipedia, the free encyclopedia
სამხრეთ სუდანის დროშა — სამხრეთი სუდანის სახელმწიფო და ეროვნული სიმბოლო გერბსა და ჰიმნთან ერთად. მიღებულ იქნა ყოვლისმომცველი სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, რითაც დასრულდა სუდანის მეორე სამოქალაქო ომი. მანამდე გამოიყენებოდა, როგორც სუდანის სახალხო-განმათავისუფლებელი მოძრაობის დროშა.
სწრაფი ფაქტები სამხრეთ სუდანის დროშა, სამხრეთი სუდანი ...
სამხრეთ სუდანის დროშა | |
---|---|
სამხრეთი სუდანი | |
მიღებულია | 9 ივლისი 2005 |
კომპიუტერული დიზაინი |
მართკუთხა ქსოვილი, რომელიც შედგება სამი თანაბარი ზომის ჰორიზონტალური შავი (ზევით), წითელი (შუაში) და მწვანე (დაბლა) ზოლისაგან, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფილია ვიწრო თეთრი ზოლებით და ტოლგვერდა ლურჯი სამკუთხედისაგან (მარცხნივ), რომელშიც ხუთქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავია გამოსახული. |
დახურვა