From Wikipedia, the free encyclopedia
ვარსინაის-სუომი, იგივე ნამდვილი ფინეთი ან სამხრეთ-დასავლეთი ფინეთი (ფინ: Varsinais-Suomi, შვედ: Egentliga Finland) — ფინეთის ერთ-ერთი რეგიონი. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ბოტნიისა და ფინეთის ყურეების სანაპიროზე. წარსულში, მხოლოდ ამ რეგიონს ეწოდებოდა ფინეთი, რომელიც შემდეგ მთელს ქვეყანაზე გავრცელდა. ესაზღვრება ქვეყნის სხვა რეგიონებს - სატაკუნტას, კანტა-ჰიამეს და უუსიმაას. ფართობი შეადგენს 10 910.05 კმ²-ს, მოსახლეობა 461 100 ადამიანს (2009 წ.). მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თავმოყრილია ქალაქ ტურკუს აგლომერაციაში, შიდა ნაწილი კი სუსტადაა დასახლებული.
რეგიონი | |||||
---|---|---|---|---|---|
ვარსინაის-სუომი Varsinais-Suomi | |||||
| |||||
ქვეყანა | ფინეთი | ||||
ადმ. ცენტრი | ტურკუ | ||||
კოორდინატები | 60°30′00″ ჩ. გ. 22°45′00″ ა. გ. | ||||
ფართობი | 10 910.05 ათ. კმ² | ||||
მოსახლეობა | 461 100 კაცი (2009) | ||||
სიმჭიდროვე | 42.3 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2, აღმოსავლეთ ევროპული დრო და UTC+3 | ||||
ოფიციალური საიტი | varsinais-suomi.fi | ||||
რეგიონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს ტურკუს არქიპელაგი, რომლის სანაპიროც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დანაწევრებულია, ამავე დროს, შედგება ათასობით კუნძულისაგან.
ვარსინაის-სუომი 28 მუნიციპალიტეტისაგან შედგება, რომელთა შორის თერთმეტს ქალაქის სტატუსი გააჩნია. ადმინისტრაციული ცენტრია ტურკუ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.