საკურთხეველი
From Wikipedia, the free encyclopedia
საკურთხეველი, სამსხვერპლო (ლათ. Altare — სამსხვერპლო) — ადგილი, სადაც ღმერთებისთვის მიჰქონდათ შესაწირავი, რათა აეცდინათ მათი რისხვა და მფარველობა მოეპოვებინათ. პირველი სამსხვერპლოები იყო შეშის ხორები, რომელთაც მსხვერპლთან ერთად წვავდნენ. შემდგომ სამსხვერპლოები იგებოდა ქვის, თიხის, მიწის პატარა ამაღლებული ადგილების სახით, სადაც ხდებოდა მსხვერპლთშეწირვა. სჯეროდათ, რომ მსხვერპლიდან ასული კვამლი ადის ცაში და აღწევს ღმერთამდე. სამსხვერპლოებს ღია ცის ქვეშ მართავდნენ.
გმირთა და ღმერთთა სამსხვერპლოები განსხვავდებოდა. ღმერთთა სამსხვერპლოები უმეტესად დიდი მოცულობისანი იყვნენ და ამზადებდნენ ტაძრებთან ახლოს მოედნებზე, წმინდა ჭალებში. ზოგი სამსხვერპლო უზარმაზარი მოცულობის იყო (მაგალითად, პერგამონის საკურთხეველი). გმირთა სამსხვერპლოები დაბალი და მცირე ზომის იყვნენ, დასავლეთის მხარეზე ჰქონდა ორმო, სადაც მსხვერპლად შეწირული ცხოველების სისხლი უნდა ჩასულიყო.