საიდა (თევზი)
From Wikipedia, the free encyclopedia
საიდა (ლათ. Pollachius virens) — ზღვის თევზი ვირთევზასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 120 სმ, მასა 10 კგ აღწევს. გავრცელებულია ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, ჩვეულებრივ არის ბარენცის ზღვაში, შედის თეთრ ზღვაშიც. ახასიათებს მიგრაცია: გაზაფხულზე — ჩრდილოეთში, შემოდგომაზე — სამხრეთში. იკვებება წვრილი თევზებით და კიბოსნაირებით. საკვების ძებნაში დღე და ღამე ვერტიკალურად მოძრაობს. ტოფობს იანვარ-აპრილში. რეწვის ობიექტია.
სწრაფი ფაქტები საიდა, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
საიდა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Pollachius virens | |||||||||||||
|
დახურვა