![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/d/d8/CCLogo.png/640px-CCLogo.png&w=640&q=50)
საზოგადოებრივი ცენტრი
From Wikipedia, the free encyclopedia
საზოგადოებრივი ცენტრი — სახელმწიფოს ინოვაციური პროექტი საქართველოში. თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სივრცე, სადაც მომხმარებელს შეუძლია სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით სარგებლობა. საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ შეიმუშავა. ცენტრში შესაძლებელია სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის, ეროვნული არქივის, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შპს მექანიზატორის სერვისებით სარგებლობა.
საზოგადოებრივი ცენტრი | |
![]() | |
უწყების შესახებ | |
---|---|
შეიქმნა | 2012 წელი |
ზემდგომი უწყება | სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო |
საიტი | |
www.centre.gov.ge |
ცენტრში განთავსებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ოფისი. მოქალაქეთათვის ხელმისაწვდომია უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები, ვიდეოკონფერენციის აპარატურა და თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა. აქვე არის გამოყოფილი ადგილი ბანკომატისა და გადახდის აპარატისათვის, რომელთა გამოყენებაც ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. ცენტრებში არის ასევე შეხვედრების ოთახი, რომლის გამოყენებაც სამოქალაქო საზოგადოებას, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შეუძლიათ ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის წარსამართად, მათთვის ახალი სერვისების, ინიციატივების, საკანონმდებლო ცვლილებების გასაცნობად და მოსახლეობის ინფორმირებულობის ასამაღლებელი სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად.