მუდმივი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო From Wikipedia, the free encyclopedia
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო — პირველი მუდმივი სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის კომპეტენციაში შედის იმ პირების გასამართლება და დასჯა, რომლებსაც ბრალი ედებათ გენოციდში, ომის დანაშაულებებში და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში. შეიქმნა რომის წესდებით, რომელიც 1998 წელს იქნა მიღებული. ფუნქციონირებს 2002 წლის ივლისიდან. სასამართლოს რეზიდენცია მდებარეობს ჰააგაში, თუმცა მოსამართლეთა სხდომები ნებისმიერ ადგილას შეიძლება გაიმართოს. ეს არ არის იგივე, რაც გაეროს საერთაშორისო სასამართლო, რომელიც ასევე ჰააგაში მდებარეობს, თუმცა სხვა კომპეტენცია აქვს.
საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა, რომელიც გაასამართლებდა პოლიტიკურ ლიდერებს საერთაშორისო დანაშაულისთვის პირველად გახმოვანდა პარიზის კონფერენციაზე პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. მეორეჯერ ამგვარი ტრბუნალის შექმნის იდეა გაჟღერდა ჟენევის ერთა ლიგის ეგიდით ჩატარებულ ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზე რის შედეგადაც დაიდო კონვენცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მსგავსი ფუნქციების მქონე საერთაშორისო ტრიბუნალის დაარსების შესახებ ამ კონვენციას 13 მა სახელმწიფომ მოაწერა ხელი ,თუმცა არცერთმა არ მოახდინა მისი რატიფიკაცია და ის არასდროს არ შესულა ძალაში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მოკავშირეების მიერ დაასრდა 2 ad hoc ტრიბუნალი ღერძის ქვეყნების პოლიტიკური ხემძღვანელობის გასასამართლებად ერთი მდებარეობდა ნიუნბერგში მეორე კი ტოკიოში 1948 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუციით აღიარა მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალის დაარსების აუცილებლობა, რომელიც გაასამართლებდა საერთაშორისო დანაშაულის ჩამდენ პირებს. საერთაშორისო სამართლის კომისიამ შეიმუშავა ორი საერთაშორისო ხელშეკრულების პროექტი ამგვარი ტრიბუნალის დასაარსერებლად ,მაგრამ ცივი ომის პერიოდში მათი ძალაში შესვლა ვერ მოხერხდა. 1989 წლის ივნისში ტრინიდადი და ტობაგოს პრემიერ მინისტრ A.N.R რობინსონმა კვალ წამოაყენა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შექმნის იდეა , მისი იდეის საფუძველზე საერთაშორისო სამართლის კომისიამ კვლავ დაიწყო სასამართლოს წესდების შემუშვება ამასობაში გაეროს უშიშროების საბჭომ დააარსა ორი ad hoc რუანდის და იუგოსლავიის გენოციდის გამოსაძიებლად (1993, 1994). 1994 წელს საერთაშორისო სამართლის კომისამ შეიმუშავა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების პროექტი და წარუდგინა ის გენერალურ ასამბლეას. საბოლოოდ 1998 წელს მოიწვიეს საერთაშორისო კონფერენცია რომში ,სადაც ამავე წლის 17 ივლისს მიიღეს სასამართლოს წესდების პროექტი. მას შემდეგ რაც წესდების რატიფიკაცია 60 მა წევრმა სახელმწიფომ მოახდინა ის საბოლოოდ 2002 წლის 1 ივნისს ძალაში შევიდა. 2003 წელს სასამართლოს 18 მოსამართლე აირჩა. სასამართლომ პირველი დაკავების ორდერი გასაცა 2005 წელს პირველი წინასასამართლო მოსმენა გაიმართა 2006 წლეს ,ხოლო პირველი განაჩენი დადგა 2012 წელს, როცა კონგოს ყოფილი შეიარაღებული ოპოზიციის ლიდერი ტომას დიილო ცნო დამნაშავედ ბავშვების საბრძოლო ძალად გამოყენებაში. 2010 წელს სასამართლოს წევრ სახელმწიფოთა კონფერენციაზე კამპალაში მიიღეს წესდების ახალი შესწორებები, რაც საერთაშორისო აგრესიისთვის დასჯადობას ითვალისწინებს ,თუმცა ცვლილებიბი ჯერ ძალაში არ შესულა.
სასამართლო შემდეგ ორგანოებად იყოფა: წევრ სახელმწიფოთა ასამბლეა, პრეზიდიუმი, სასამართლო პალატები, პროკურორის ოფისი, რეგისტრატურა.
სასამართლოს მთავარი სათათბირო ორგანოა შედგება ყველა წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლისგან ყველა წევრ სახელმწიფოს ერთი ხმა აქვს გადაწყვეტილებიბი მიიღება კონსესუსით და თუ ეს ვერ მოხერხდა ხმის მიცემით. ასამბლეა ირჩევს თავის თავმჯდომარეს და ორ ვიცე-თავმჯდომარეს სამი წლის ვადით ასამბლეა იკრიბება წელიწადში ერთხელ ნიუ-იორკში და ჰააგაში ასამბლეა ირჩევს მოსამართლეებს, პროკურორს, იღებს სასამართლოს ბიუჯეტს, ამტკიცებს მნიშვნელოვან ტექსტებს მაგ. „პროცესის და მტკიცების წესები“ სასამართლოს წესდება ნებას რთავს ასამბლეას სრული შემადგენლობის 2/3 ით თანამდებობიდან გადააყენოს მოსამართლეები ან პროკურორი დადგინდა, რომ ამ პიროვნებამ ჩაიდინა სერიოზული გადაცდომა ან ამ წესდებით გათვალისწინებულ თავის მოვალეობათა სერიოზული დარღვევა, როგორც ეს განსაზღვრულია პროცესისა და მტკიცების წესებით ან მას არ შესწევს უნარი შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა.
პრეზიდიუმი პასუხისმგებელია სასამართლოს ადმინისტრაციაზე სასამართლო თავისი შემადეგნლობიდან ირჩევს პრეზიდენტს და ორ ვიცე-პრეზიდენტს, რომლებიც აყალიბებენ პრეზიდიუმს სამი წლის ვადით ერთჯერადი ხელახალი არჩევის უფლებით.
სასამართლო შედგება 18 მოსამართლისგან. მოსამართლეები გაწევრიანებული არიან პალატებში წინასასამართლო პალატაში, სასამართლო პალატაში და სააპელაციო პალატაში. მოსამართლეები აირჩევიან წევრ სახელმწიფოთა ასამბლეაზე 9 წლის ვადით ხელახალი არჩევის უფლების გარეშე არ შეიძლება სასამართლოში იყოს წარმოდგენილი ერთი სახელმწიფოს ორი მოქალაქე მოსამართლეები აუცილებლად უნდა იყვნენ სასამართლოს წევრი სახელმწიფოს მოქალაქეები ისინი უნდა იყვნენ მაღალი მორალური თვისებების მქონე ადამიანები, რომლებიც აკმაყოფილებენ მის სახელმწიფოებში უმაღლეს სასამართლო თანმდებობებზე დასანიშნ თანამდებობებს. წინასასმართლო პალატაში შედის 6 მოსამართლე, სასამართლო პალატაში 6 მოსამართლე სააპელაციო პალატაში სასამართლოს პრეზიდენტი და 4 სხვა მოსამართლე. მოსამართლეები თავის უფლებამოსილებას დამოუკიდებლად უნდა ახორციელბდნენ და არ უნდა ეწეოდნენ სხვა საქმიანობას.
პროკურორის ოფისი პასუხისმგებელია საქმეების გამოძიებისთვის და სასამართლოში ბრალდების მხარდაჭერისთვის. პროკურორის ოფისს ხემძღვამნელობს პროკურორი რომელიც 9 წლის ვადით ორ მოადგილესთან ერთად აირჩევა. ამჟამად პროკურორი არის ფატუ ბენსუდა.
პროკურორს შეუძლია გამოძიება დაიწყოს სამ შემთხვევაში
რეგისტრატურა პასუხისმგებლია სასამარართლოს ყოველდღიურ ადმინისტრაციაზე დაზრალაებულთა და მოწმეთა დახმარებაზე. რეგისტრატურას ხემძღვანელობს რეგისტრატორი, რომელსაც 5 წლის ვადით ირჩევს სასამართლო.
იმისთვის, რათა სასამართლომ ფიზიკური პირები გაასამართლოს საჭიროა სამი კრიტერიუმის არსებობა
სასამართლოს შეუძლია განახორციელოს იურისდიქცია მხოლოდ მაშინ, როცა ჩადენილი დანაშაული გათვალისწინებულია წესდებით. წესდება ოთხი ტიპის დანაშაულებს იცნობს:
გენოციდს წესდება განმარტავს, როგორც ქვემოთ ჩამოთვლილ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ადენილია ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის მთლიანი ან ნაწილობრივი განადგურების მიზნით:
კაცობირობის წინააღმდეგ მიმართული დანაშულს წესდება განმარტავს, ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ ქმედებას, რომელიც ჩადენილია სამოქლაქო მოსახლეობაზე სისტემური და ფართომასშტაბიანი ფორმის თავდასხმის ფარგლებში თავდასმის გაცნობიერებით:
ომის დანაშაულის განმარტება წესდების მიხედვით დამოკიდებულია იმაზე ის საერთაშორისოა თუ არასაერთაშორისო წესდება გვაძლევს საერთაშორისო კონფლიქტის შემთხვევაში ჩადენილ 11 დანაშაულს და, რომელიც არის ჟენევის კონვენციის დებულებათა დარღვევა:
წესდება გვაძლევს არასაერთაშორისო კონფლიქტის დროს მომხდარ 7 დანაშაულს, რომელიც ამავე დროს არის ჟენევის კონვეცის დარღვევა
აგრესიის დანაშაული მართალია წესდებაში მოხსენიებულია თუმცა სასამართლო მასზე ჯერ ვერ ახორციელებს იურისდიქციას, რადგან სახელმწიფოთა საკმარის რაოდენობას ჯერ აქ აქვს 2010 წელს მიღებული შესწორებები რატიფიცირებული. აგრესია წესდებაში განიამრტება ისე, როგორც გაეროს წესდებაში და გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციში აგრესიის განსაზღვრების შესახებ. ჩამოთვლილი ქმედებია:
სასმართლო თავის იურისდიქციას ახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:
გამონაკლისია თუ არაწევრი სახელწმიფო განცხადების გზით დათანხმდა სასამართლოს იურისდიქციას ან თუ უშიშროების საბჭომ მოახსენა სასამართლოს დანაშაულის შესახებ.
სასამართლო ახორციელებს იმ დანაშაულებზე იურისდიქციას, რომელიც ჩადენილ იქნა 2002 წლის 1 ივლისის, ანუ წესდების ძალაში შესვლის შემდგომ. სახელმწიფოს მიმართ სასამართლო იურისდიქციას ახროციელებს წესდების ამ სახელმწიფოს მიერ რატიფიკაციამდე ჩადენილ დანაშაულებზე თუ სახელმწიფო სხვა რამეს არ განაცდახებს.
სასამართლო იურისდიქციას ახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფოს ორგანოებს არ სურთ ან არ შეუძლიათ საქმის გამოძიება („კომპლემენტარობის პრინციპი“).
სასამართლოში საქმე განიხილება როგორც კონტინენტური ევროპის სამართალის ასევე ანგლო-ამერიკული სამართალის წესების მიხედვით. წესდების თანახმად ბრალდებულს გარანტირებული აქვს მთელი რიგი უფლებები მაგ უდანაშაულობის პრეზუმცია, იყოს ინფორმირებული ბრალდების შესახებ, უფლება ჰყავდეს დამცველი თუ არ აქვს დამცველისთვის მომსახურეობის თანხის გადახდის საშუალება მიიღოს ასეთი მომსახურეობა უფასოდ, უფლება სწრაფი მართლმსაჯულებისა, უფლება დაიკითხონ ბრალდების მოწმეები. წესდება ამტკიცებს მხარეთა თანასწორობის პრინციპს. დაზარალებულებს აქვთ უფლება მიიღონ მონაწილეობა საქმეში და წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები, მიიღონ რეპარაციები. გამოძიების დაწყების შემდეგ ნებისმიერ დროს წინასასმართლო პალატა გასცემს პირის დაკავების ორდერს პროკუორის თხოვნის საფუძველზე ან გასცემს გამოცხადების ბრძანებას დაკევების ალტერნატივის სახეით, თუკი არსებობს ვარუდი, რომ დასაკავებელმა პირმა ჩაიდინა დანაშაული. წევრი სახელმწიფო მოვალეა პირი დააკავოს. პირის სამართლოში გადაცემის შემდეგ იმართება ბრალდების დადასტურების სხდომა წინასასამართლო პალატაში, სადაც ბრალდებული უფლებამოსილია არ აღიაროს ბრალი და ეჭვი შეიტანოს მტკიცებულებებში. ბრალდების დადასტურბის შემდეგ იწყება საქმის არსებითი განხილვა სასმართლო პალატის მიერ ბრალდებული უნდა დაესწროს განხილვას. განხილვა მიმდინარეობს ღიად თუ სასამართლონ წესდებით გათვალისწინებულ შემთვევებში სხვა რამ არ განსაზღვრა. სასამართლოს უპატივცემულობის გამო სასამართლოს შეუძლია პირს შეუფაროდს სანქციები(ჯარიმა, გაძევება დარბაზიდან). განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო პალატაში პროკურორის მიერ შემდეგი საფუძვლების გამო.
სასამართლოში საქმეები განიხილება 3 მოსამართლის შემადგენლობით წინასასამართლო პალატაში, 3 მოსამართლის შემადგენლობით ან 1 მოსამართლის შემადგენლობით, სასამართლო პალატაში, 5 მოსამართლის შემადგენლობით სააპელაციო პალატაში.
გამამტყუნებლი განაჩენის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია დანიშნის შემდეგი სასჯელები თავისუფლების აღკვეთა 30 წლამდე, უვადო თავისუფლების აღკვეთა დამატებითი სასჯელები ისეთი როგორიცაა ჯარიმა, დანაშაულის შედეგად მიღებული ქონების ჩამორთმევა. მსჯავრდებული სასჯელს მოიხდის იმ წევრ სახელმწიფოში, რომელსაც ამის სურვილი აქვს. თუ ამის სურვილი არცერთ სახელმწიფოს აქვს აქვს მაშინ მსჯავრდებული სასჯელს მოიხდის მასპინძელ სახელმწიფოში (ნიდერლანდები).
საქართველოს და სასამართლოს ურთიერთობას აწესრიგებს საქართველოს კანონი „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის შესახებ“ სასამართლოსთან ურთიერთობებზე პასუხისმგებელია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. 2015 წელს სასამართლომ დაიწყო გამოძიება 2008 წლის ომის დროს მომხდარ ფაქტებზე.
2022 წლის 10 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა საქართველოს საქმეზე პირველი დაპატიმრების ორდერები წარუდგინა სასამართლოს. პროკურორმა სულ სამი პირის დაკავება მოითხოვა, სამივენი სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან: გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მაირამოვიჩ მინძაევი, რომელიც 2005 წელს დაინიშნა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრად და თანამდებობაზე იყო 2008 წლის 31 ოქტომბრამდე; გამლეტ გუჩმაზოვი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი გამოძიებით მოცულ პერიოდში; დავიდ გეორგიევიჩ სანაკოევი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში გამოძიებით მოცულ პერიოდში.[1]
პროკურორი მათ ბრალს სდებს ადამიანების უკანონო დაკავებაში, წამებაში, არაადამიანურ მოპყრობაში, ადამიანური ღირსების შელახვაში, მძევლად აყვანასა და უკანონო გადაყვანაში. კარიმ ხანმა ასევე განაცხადა, რომ გამოძიებამ აგრეთვე გამოავლინა რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების გენერალ-მაიორისა და რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების სარდლის მოადგილის - ვიაჩესლავ ბორისოვის სავარაუდო როლი კონკრეტულ დანაშაულში (კერძოდ, მან, სავარაუდოდ, განზრახ შეუწყო ხელი დასახელებული დანაშაულების ჩადენას), თუმცა ბორისოვის დაკავებაზე ორდერი პროკურორს არ წარუდგენია, გენერლის გარდაცვალების გამო (2021 წელს).[1]
2022 წლის 24 ივნისს პირველმა წინასასამართლო პალატამ, სხდომის თავმჯდომარის, მოსამართლე პიტერ კოვაჩის, მოსამართლე რეინე ადელაიდე სოფი ალაპინი-განსუს და მოსამართლე მარია დელ სოკორო ფლორეს ლიერას შემადგენლობით, პროკურორის 2022 წლის 10 მარტის შუამდგომლობის საფუძველზე დაასკვნა, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმისა, რომ თითოეულს სამი ეჭვმიტანილიდან ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულების ჩადენაში და, სამი პირის - მინძაევის, გუჩმაზოვისა და სანაკოევის დაკავების ორდერი გასცა.[2]
სასამართლოს ჰყავს 123 წევრი სახელმწიფო.
სამუშაო ენებია ფრანგული და ინგლისური, ხოლო ოფიციალური — არაბული, ჩინური, ინგლისური, ფრანგული, რუსული, ესპანური.
2020 წლის 11 ივნისს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტში შედგა სახელმნწიფო მდივნის - მაიკ პომპეოს, თავდაცვის მინისტრის - მარკ ესპერის, გენერალური პროკურორის - უილიამ ბარისა და ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის - რობერტ ო’ბრაიენის ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელიც შეერთებული შტატების მიერ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიმართ სანქციების დაწესებას მიეძღვნა. ეკონომიკური შეზღუდვები შეეხო სასამართლოს იმ თანამშრომლებს, რომლებიც „პირდაპირ კავშირში იმყოფებიან ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, აშშ-ის ნებართვის გარეშე, გამოძიების წარმოების ნებისმიერ მცდელობასთან“.[3]
2020 წლის 2 სექტემბერს კი, მაიკ პომპეომ გამოაცხადა, რომ ვაშინგტონი სანქციებს უწესებს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას, რადგანაც სასამართლო, აშშ სახელმწიფო მდივნის აზრით, „აგრძელებს ამერიკელების წინააღმდეგ მოქმედებას“, ხოლო სასამართლოს პროკურორი მას ამ საქმეში ეხმარება.[4]
ევროკავშირში სანქციებს „მიუღებელი და უპრეცედენტო“ უწოდეს, რომელიც სასამართლოს ეფექტურ ფუნქციონირებას ხელს უშლის.[5] საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმაც გააკრიტიკა ამერიკული სანქციები და მათ „სასამართლოზე საშიში შეტევა“ უწოდა, რომელიც „კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას“.[6]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.