რუსუდან ნიკოლოზის ასული ნიკოლაძე (პოლიევქტოვი) (დ. 17 დეკემბერი, 1884, პეტერბურგი — გ. 9 სექტემბერი, 1981, თბილისი) — ქართველი ქიმიკოსი, ნიკო ნიკოლაძის ქალიშვილი, პროფესორი (1933) და დამსახურებული მეცნიერი (1941).

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნიკოლაძე.
სწრაფი ფაქტები რუსუდან ნიკოლაძე, დაბ. თარიღი ...
დახურვა

ბიოგრაფია

ბავშვობა გაატარა მშობლიურ სოფელ დიდ ჯიხაიშში, ფოთსა და ქუთაისში. თბილისში გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ჩაირიცხა პეტერბურგის იასენსკის ქალთა პედაგოგიურ ინსტიტუტში, რომელიც დაასრულა 1909 წელს, ხოლო 1913 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტი. 1909-1917 წლებში მუშაობდა პეტერბურგის ქალთა პედაგოგიურ ინსტიტუტში. შემდეგ განაგრძო მუშაობა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტსა და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში არაორგანული და ზოგადი ქიმიის კათედრაზე. 1933-1974 წლებში განაგებდა ამავე კათედრას. ავტორია რამდენიმე სამეცნიერო, მეთოდოლოგიური და მემუარული ნაშრომისა. ღვაწლმოსილმა მეცნიერმა გაიარა დიდი და საინტერესო ცხოვრების გზა, რაც ასახა კიდეც საგულისხმო მოგონებებში — „დაუვიწყარი დღეები და წუთები“ და „ცხოვრების დიდ გზაზე“.

დაჯილდოვებული იყო ლენინის ორი ორდენით, შრომის წითელი დროშის და „საპატიო ნიშნის“ ორდენებით. 1978 წელს ქიმიის ტერმინოლოგიის შედგენისათის (დ. გვარამიძესთან ერთად) მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 292, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.