From Wikipedia, the free encyclopedia
რუსეთის 58-ე საერთო-საჯარისო არმია ასევე 58-ე არმია (რუს. 58-я общевойсковая армия) — რუსეთის სამხედრო-სახმელეთო ძალების არმია, რომლის შტაბი მდებარეობს ქალაქ ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია, რომელიც შედის რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში. 58-ე არმია შეიქმნა 1941 წელს, როგორც საბჭოთა კავშირის წითელი არმიის ნაწილი, ხოლო 1995 წლიდან რუსეთის არმიის ნაწილია.
58-ე არმია (I ფორმირება) (ნოემ. 1941 – აგვ. 1942) 58-ე არმია (II ფორმირება) (აგვ. 1942 – ოქტ. 1943) 58-ე არმია (III ფორმირება) (1995–დღემდე) | |
---|---|
58-ე არმიის ემბლემა | |
აქტიური | 1941–დღემდე |
ქვეყანა | საბჭოთა კავშირი → რუსეთი |
შემადგენლობა | წითელი არმია, რუსეთის სამხედრო-სახმელეთო ძალები |
ტიპი | არმია |
რაოდენობა | რამდენიმე კორპუსი და დივიზია |
ნაწილი | ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქი |
გარნიზონი | ვლადიკავკაზი |
ბრძოლები | ამბოხება ჩეჩნეთში (1940–1944), ჩეჩნეთის მეორე ომი, რუსეთ-საქართველოს ომი (2008), 2014 წლის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში |
მეთაურები | |
მოქმედი მეთაური |
გენერალ-მაიორი: ევგენი ნიკიფოროვი |
ცნობილი მეთაურები |
გენერალ-პოლკოვნიკი: ანატოლი ნოგოვიცინი |
1995 წელს, ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის 42-ე სამხედრო კორპუსისგან, 58-ე არმიის შტაბი შეიქმნა ქალაქ ვლადიკავკაზში. ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, 58-ე არმიის მეთაური იყო გენერალი ვლადიმერ შამანოვი.[1]
2008 წლის 3 აგვისტოს, რუსეთის 58-ე არმიის 5 ბატალიონი როკის გვირაბის მახლობლად დაბანაკდა, რომელიც საქართველოს სეპარატისტულ ცხინვალის რეგიონს რუსეთთან აკავშირებს ჩრდილოეთ ოსეთის მეშვეობით.[2]
2008 წლის 8 აგვისტოს, [3][4][5] რუსეთის 58-ე არმიამ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ქართული სამხედრო ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობა მიიღო, ძირითადად ქალაქ ცხინვალში.[6][7] მაშინდელი 58-ე არმიის მეთაური, გენერალი ანატოლი ხრულიოვი საბრძოლო მოქმედებების დროს დაიჭრა.[8]
2014 წლის ივნისში, უკრაინის სამხედრო სახმელეთო ჯარმა ხელში ჩაიგდეს დაზიანებული BM-21 Grad ტიპის სარაკეტო დანადგარი, რომელიც უკრაინელებმა რუსეთის 58-ე არმიის სამხედრო აღჭურვილობას მიაკუთვნეს.[9]
2016 წლის 18 აგვისტოს, 58-ე არმიის მეთაური გენერალ-მაიორი სერგეი კუზოვლევი გახდა.[10] 2016 წლის ბოლოსთვის, რუსეთის თავდაცვის საინისტრომ გამოაცხადა, რომ 42-ე მოტომსროლელთა დივიზია შეიქმნა 8-ე, 17-ე და 18-ე გვარდიის მოტომსროლელთა ბრიგადებისგან.[11] 2017 წლის იანვარში, 20-ე საერთო-საჯარისო არმიის მეთაურად გენერალ-მაიორი ევგენი ნიკიფოროვი დაინიშნა.[12]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.