From Wikipedia, the free encyclopedia
რუსეთ-სპარსეთის ომი 1804-1813 — 1804 წლის მაისში ირანმა ულტიმატუმით მოსთხოვა რუსეთის იმპერიას კავკასიიდან თავისი ჯარები გაეყვანა და დაიწყო სამხედრო ძალების მობილიზება თავრიზში. საქართველოში დანიშნულმა რუსეთის იმპერიის მთავარსარდალმა პავლე ციციანოვმა დაასწრო და შეუტია. მან მამ 25 ივნისს ეჩმიაძინთან დაამარცა სპარსელები და უკან დაახევინა ირანის შაჰის მემკვიდრეს აბას-მირზას. ციციანოვმა ალყაში მოაქცია ერევანი, მაგრამ ვერ მოახერხა ერევნის სახანოს დაპყრობა. 1805 წლის ივნისში აბას-მირზა ყარაბაღში შეიჭრა, მაგრამ დამარცხდა რუსებთან. ციციანოვმა 1804 წელს აიღო განჯა, შეუერთა ის რუსეთის იმპერიას და უწოდა ელიზავეტოპოლი. ციციანოვმა შეძლო და ყარაბაღის, შაქისა და შირვანის სახანოებს რუსეთის მფარველობა მიაღებინა. ის ბაქოსკენ დაიძრა, მაგრამ ღალატით მოკლეს.
1806 წლის ოქტომბრის დასაწყისში რუსეთის ჯარებმა დაიკავეს აზერბაიჯანის დიდი ნაწილი და ქალაქი ბაქო, რუსეთის სამხედრო მოქმედებები გართულებული იყო ერთდროულად წარმოებული ომებით ოსმალეთთან (1806-1812), შვედეთთან (1808-1809) და საფრანგეთთან (1812). საქართველოს ახალი მთავარსარდალი ივანე გუდოვიჩი ცდილობდა ირანთის შაჰთან დაზავებას, მაგრამ შაჰი გაურბოდა მოლაპარაკებებს. სპარსელები დროდადრო არბევდნენ ბამბაკს, განჯას ან თალიშს, მაგრამ თავს არიდებდნენ უშუალოდ ბრძოლას. სპარსეთმა ვერ გამოიყენა 1810 წელს იმერეთისა და 1812 წელს კახეთის აჯანყებები რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. 1812 წლის ოქტომბერში ასლანდუზთან რუსეთის 2-ათსიანმა ჯარმა გენერალ პეტრე კოტლიარევსკის სარდლობით გადამწყვეტი დამარცხება მიაყენა ირანის ჯარების მთავარ ძალებს, ხოლო 1813 წლის 1 იანვარს იმავე კოტლიარევსკიმ აიღო ლენქორანი. ირანი იძულებული იყო 1813 წლის 12 ოქტომბერს ხელი მოეწერა გულისტანის საზავო ხელშეკრულებისათვის, რომლის თანახმადაც ცნო დაღესტნისა, აზერბაიჯანისა და ქართლ-კახეთის შეერთება რუსეთთან და რუსეთის კონტროლი კასპიის ზღვაზე. სპარსეთს დარჩა ერევნისა და ნახიჩევანის სახანოები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.