From Wikipedia, the free encyclopedia
გეოგრაფიული რუკა — დედამიწის ზედაპირის ან მისი ნაწილის შემცირებული და განზოგადებული გამოსახულება სიბრტყეზე. რუკაზე გეოგრაფიული ობიექტების შემცირების ხარიხს გვიჩვენებს მასშტაბი. რუკების უმრავლესობას არაერთი საერთო მახასიათებელი გააჩნია. ყოველ რუკაზე წარმოდგენილი მასშტაბი, გრადუსთა ბადე, პირობითი ნიშნები და გეოგრაფიული ობიექტების ნაწილი. გეოგრაფიული ობიექტებიდან ძირითადია სანაპირო ხაზი, მდინარეები, წყალსატევები, გზები, მთავარი ქალაქები, პოლიტიკური საზღვრები და სხვ. აღნიშნული მახასიათებლები რუკის ზოგადგეოგრაფიულ ფონს (საფუძველს) წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც გეოგრაფიული მოვლენები და პროცესები წარმოჩინდება.
რუკაზე გეოგრაფიული ობიექტის შემცირების ხარისხს მასშტაბი განსაზღვრავს. მასშტაბს ჩვეულებრივ წილადით აღნიშნავენ. ზოგჯერ რუკაზე მოცემულია ხაზოვანი მასშტაბი, რომელიც დაყოფილია სანტიმეტრებად, ყოველ სანტიმეტრს კი შეესაბამება კონკრეტული მანძილი დედამიწის ზედაპირზე.
ადამიანი რუკებს უძველესი დროიდან ქმნიდა, რითაც თვალსაჩინო წარმოდგენა ეძლეოდა გეოგრაფიული ობიექტების ურთიერთგანლაგებაზე. რუკების კრებადობას ატლასი ეწოდება. ტერმინი ატლასი შემოტანილია აღორძინების ხანაში ფლამანდრიელი კარტოგრაფის გერჰარდ მერკატორის მიერ.
ამჟამად ქაღალდის რუკების გარდა არსებობს ელექტრონული რუკები — რუკები, რომელიც გამოსახულია კომპიუტერის ეკრანზე. ამგვარი რუკების მეშვეობით მანძილების და სხვა კარტოგრაფიული გაზომვების ჩატარება ბევრად ადვილი, სწრაფი და ზუსტია. მასზე მხოლოდ ხაზის გატარებაა საჭირო ნებისმიერ ორ პუნქტს შორის, მონაცემებს კი სპეციალური პროგრამა მყისიერად დაითვლის. ერთ-ერთი ამგვარი კომპიუტერული პროგრამაა Google Earth.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.