რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, რსდმპ (რუს. Российская социал-демократическая рабочая партия, РСДРП), ასევე რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია — რუსეთის იმპერიის რევოლუციურ-სოციალისტური პოლიტიკური პარტია, რომელიც შეიქმნა 1898 წელს მინსკში, მემარცხენე რევოლუციური ძალების ერთ პარტიაში გაერთიანების მიზნით.
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია | |
---|---|
Российская социал-демократическая рабочая партия | |
ქვეყანა | რუსეთის იმპერია |
ხელმძღვანელობა | |
ლიდერი |
იულიუს მარტოვი ვლადიმერ ლენინი |
ისტორია | |
დაფუძნდა | 1898 |
დაიშალა | 1917 |
პოზიციები | |
იდეოლოგია | მარქსიზმი |
შტაბ-ბინა | სანქტ-პეტერბურგი |
1903 წელს ლონდონში ჩატარებულ პარტიის II კონგრესზე რსდმპ გაიყო ბოლშევიკურ და მენშევიკურ ფრაქციებად. 1905 წლის აპრილიდან ორივე ფრაქციას დამოუკიდებელი ორგანოები ჰქონდა. 1906 წლის აპრილში სტოკჰოლმში გაიმართა გამაერთიანებელი IV ყრილობა,რომელსაც ფორმალური ხასიათი ჰქონდა. საბოლოოდ ბოლშევიკებმა შექმნეს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია.
რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოში მენშევიკები წარმოადგენდნენ უმრავლესობას. 1904-05 წლებში მენშევიკებს საქართველოში 15 ათასამდე წევრი ჰყავდათ, ხოლო ბოლშევიკებს რამდენიმე ასეული. 1906 წელს მთლიანად მენშევიკებით დაკომპლექტდა პარტიის ამიერკვაკასიის საოლქო კომიტეტი. 1921 წლამდე არცერთი ადგილობრივი კომიტეტი ბოლშევიკების ხელში აღარ გადასულა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.