რპგ-7გ
From Wikipedia, the free encyclopedia
რპგ-7გ — ქართული წარმოების ხელის ტანკსაწინააღმდეგო რეაქტიული ყუმბარსატყორცნი. მისი დანიშნულებაა მოწინააღმდეგის მძიმედ დაჯავშნული ტანკების, მსუბუქი ჯავშანტექნიკის, საცეცხლე წერტილების და ცოცხალი ძალის განადგურება. ყუმბარსატყორცნით შესაძლებელია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ასეულობით ტიპის 40 მმ კალიბრის კუმულაცური, ტანდემურ-კუმულაციური, მსხვრევადი, მსხვრევად-კუმულაციური, თერმობარული და სხვა ტიპის ყუმბარების გასროლა.