შოტლანდიელი მსახიობი From Wikipedia, the free encyclopedia
როუზ ელეანორ არბუტნოტ-ლესლი (ინგლ. Rose Eleanor Arbuthnot-Leslie; დ. 9 თებერვალი 1987, აბერდინი, შოტლანდია, გაერთიანებული სამეფო),[3] პროფესიულად ცნობილია, როგორც როუზ ლესლი — შოტლანდიელი მსახიობი. სერიალ „ახალ ქალაქში“ საუკეთესო სამსახიობო როლის შესრულებისთვის შოტლანდიურ BAFTA-ში გამარჯვების შემდეგ, ლესლი ცნობილი გახდა გვენ დაუსონის როლით სერიალ დაუნტონის სააბატოთი, რომელიც ITV-ის ეთერში გადიოიდა და იგრიტის როლით, HBO-ის ფენტეზის ჟანრის სერიალში „სატახტოთა თამაში“. ამჟამად, ვარსკვლავი განასახიერებს მაია რინდელს CBS All Access-ის იურიდიულ და პოლიტიკურ დრამაში „კარგი ბრძოლა“.
როუზ ლესლი | |
---|---|
ლესლი 2013 წელს | |
მშობლიური სახელი | Rose Leslie |
დაბადების სახელი | როუზ ელეანორ არბუტნოტ-ლესლი |
დაბადების თარიღი |
9 თებერვალი, 1987 აბერდინი, შოტლანდია, გაერთიანებული სამეფო |
რეზიდენცია | ლონდონი, ინგლისი[1] |
ეროვნება | შოტლანდიელი |
მოქალაქეობა | გაერთიანებული სამეფო |
ალმა-მატერი | ლონდონის მუსიკისა და დრამატული ხელოვნების აკადემია (BA) |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 2005 წლიდან დღემდე |
სიმაღლე | 1,68 მ [2] |
მეუღლე(ები) | კიტ ჰარინგტონი (იქ. 2018) |
აგენტი | ჰამილტონ ჰოდელი[2] |
ლესლი დაიბადა თავადაზნაურთა ოჯახში, შოტლანდიის ქალაქ აბერდინში.[4] იგი გაიზარდა აბერდინშირში მდებარე ლიკლეჰედის ციხესიმაგრეში, რომელიც XV საუკუნიდან მისი საგვარეულოს ციხესიმაგრე.[5] მამამისი, სებასტიან არბუტნოტ-ლესლი, აბერდინშირის ლესლის კლანის ბელადია. დედამისი, კანდიდა მარი საიბილ „კანდი“ ლესლი (წალიშვილობაში უელდი), ფრაზერების კლანის წარმომადგენელია, რომელიც სიმონ ფრაიზერის დიდი ბებიის შვილიშილია, რომელიც ლოვატის მეცამეტე ლორდი და ჩარლზ II-ის შთამომავალი იყო.[6] ამჟამად, მისი ოჯახი ცხოვრობს XII საუკუნის შოტლანდიის ძველ რაინში მდებარე უართჰილის ციხესიმაგრეში.[7][8][9] მისი პაპის პაპა დონ გილერმო ლანდა-უ-ესკანდონი იყო, რომელიც მეხიკოს მერი იყო,[10] ასევე ის ბრიტანელი ისტორიკოსის, უილიამ დალრიმპლეს ბიძაშვილია.[11] ლესლის წინაპრებს შორისაა ფრანგი ჰუგენოტი ამბროსი ლისლე მარტ ფილიპს დე ლისლე, პოლიტიკოსი ჩარლზ მარტ-ფილიპპსი და დეპუტატი ჯეიმზ გრიმსტონი.
განათლება მიიღო აბერდინშირში მდებარე Rayne North School-ში და შემდეგ მილფრიდის კერძო სკოლაში, სომერსეტში,[12] ხოლო შემდეგ სამი წელი გაატარა ლონდონის მუსიკისა და დრამატული ხელოვნების აკადემიაში.[13]
ლესლი სწავლობდა ლონდონის მუსიკისა და დრამატული ხელოვნების აკადემიაში და მუშაობდა BBC Radio-ში, სადაც ყვებოდა The British Slave Trade: Abolition, Parliament and People-ს (ბრიტანეთის მონათვაჭრობა: გაუქმება, პარლამენტი და ხალხი). მიიღო BASSC-ის სასცენო ბრძოლის სერთიფიკატი და 2008 წელს წარჩინებით დაამთავრა ხელოვნების ბაკალავრიატის საფეხური.[13]
მისი დებიუტი 21 წლის ასაკში შედგა, სატელევიზიო ფილმში „ახალი ქალაქი“ (2009), რომლისთვის მიიღო შოტლანდიური BAFTA „საუკეთესო სამსახიობო შესრულებისთვის“ — ახალი ტალანტის ჯილდო.[15][16]
2010 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში ლესლიმ ითამაშა ნილ ლეიშონის პიესა „ბედლამში“, რომელიც გლობუსის თეატრში გაიმართა.[17] ბედლამის სამეფო საავადმყოფოზე დაფუძნებული, ლუნის რეფორმის ეპოქაში ყველაზე ცუდი ექსცესების დროს, ლესლი ასახავდა მაის, ლამაზ გოგონას სოფლიდან, რომელიც დაკარგული სიყვარულის გამო შეშლილი გახდა.[18][19] The Daily Telegraph-ის ჟურნალისტმა, ჩარლზ სპენსერმა შეაქო ლესლის გამოსვლა და განაცხადა, რომ „ლესლიმ ჭეშმარიტად ასახა თავისი მტკივნეული გმირი“.[20] მის კარიერაში გარმღვევი როლი გახდა, ITV-ის სატელევიზიო დრამის, „დაუნტონის სააბატოს“ პირველ სერიაში (2010-11) გვენ დაუსონის, მოახლის როლი.[21] 2011 წელს, „დაუნტონის სააბატოს“ პარალელურად, ლესლი გამოჩნდა ბრიტანული დრამის, „წარსულის დანაშაულების“ (ინგლ. Case Histories) ორი ეპიზოდში.[22][23]
2012 წელს, ლესლიმ მონაწილეობა მიიღო HBO-ს ფენტეზის ჟანრის პოპულარულ სერიალში „სატახტოთა თამაში“.[24] მისი როლისთვის, როგორც ველური იგრიტის, სერიალის მეორე, მესამე და მეოთხე სეზონებში, ლესლი დიდი მოწონება დაიმსახურა. The A.V. Club-დან როან კაიზერმა განაცხადა: „როგორც იგრიტი [როუზი], ის არის სახიფათო და კეკლუცი, და ეს არის მხიარული სანახაობა.“[25] დევიდ კროუმ განაცხადა: „რთული ხასიათის [...] როუზ ლესლი შთანთქავს ეკრანს“.[26] 2013 წელს, Vox.com-იდან ტოდ ვანდერუერფი (The A.V. Club-ის ქვეშ) განიხილა სერიალის „აღმართის“ ეპიზოდი: „(წიგნებში) იგრიტი ნიშნავს დასრულებას... (მაგრამ) ეკრანზე, როუზ ლესლის შესრულებით, ის კიდევ უფრო მეტი ხდება“,[27] ხოლო The Atlantic-იდან კრისტოფერ ორმა შეაჯამა მისი როლი 2014 წლის ეპიზოდში „კედლის აბგური“ და დაასკვნა: „როუზ ლესლი სერიალში ერთ-ერთი იმ მსახიობთაგანი იყო, რომლებმაც ნამდვილად აამაღლეს მათი გმირები, ვიდრე ისინი წიგნებში იყვნენ“.[28]
სერიალ „სატახტოთა თამაშის“ პარალელურად, ლესლი გამოჩნდა 2012 წლის დრამატულ ფილმში „ახლა კარგია“, დაკოტა ფენინგთან ერთად,[29] ასევე ITV-ის დეტექტიურ სატელევიზიო სერიალში „ვერა“,[30] Channel 4-ის დრამაში უტოპია[31] და BBC One-ის კომედიურ სერიალში „ბლანდინგსი“.[32]
2014 წლის ოქტომბრიდან ნოემბრის ჩათვლით, იგი თამაშობდა ოთხნაწილიან მინი-სერიალში „დიდი ხანძარი“.[33] შემდეგ, ლესლიმ ითამაშა საშინელებათა ფილმში თაფლობის თვე, ჰარი ტრედევეისთან ერთად.[34] მონაწილეობა მიიღო DS ემა ლაინის როლით BBC-ის დეტექტიურ დრამაში ლიუტერი, იდრის ელბასთან ერთად და მიიღო დადებითი შეფასება.[35] 2015 წელს ითამაშა სათავგადასავლო ფილმში „უკანასკნელი ჯადოქრებზე მონადირე“, ვინ დიზელთან და ელაიჯა ვუდთან ერთად.[36][37] 2016 წელს, მან განასახიერა ათენის როლი ფილმში „წებოვანი შენიშვნები“, რეი ლიოტასთან ერთად.[38]
2016 წლიდან, ლესლი თამაშობს CBS All Access-ის იურიდიულ და პოლიტიკურ დრამაში „კარგი ბრძოლა“, რომელიც სერიალ „კარგი ცოლის“ გაგრძელებაა. იგი განასახიერებს მაია რინდელს, რომელიც ახლახან გახდა ადვოკატი და რომლის ოჯახი გარეულია ფინანსურ თაღლითობაში, რაც მის რეპუტაციას ანადგურებს. სერიალის პირველი ეპიზოდი ეთერში 2017 წლის თებერვალში გავიდა.[39]
2017 წელს, ლესლიმ გაახმოვანა ქალი გმირი „ენი“ ვიდეო თამაშში Echo, რომელიც შემუშავებულია დანიური კომპანია Ultra Ultra-ს მიერ.[40]
ლესლი თავისუფლად ფლობს ფრანგულს და ცხოვრობდა საფრანგეთში სამი წლის განმავლობაში. მსახიობად მუშაობის დროს ცხოვრობდა ბატერსში, ლონდონში, სანამ არ გადავიდა საცხოვრებლად ჩრდილოეთ ლონდონში.[41] იგი ხშირად აცხადებს, რომ ენატრება თავისი მშობლიური ქალაქი: „აბერდინი [...] ქალაქგარეთაა, გარშემორტყმული ხეებით და ბუნებით. [...] მე ძალიან ვგრძნობ თავს მშვიდად შოტლანდიაში“.[41]
2012 წელს, ლესლიმ ურთიერთობა დაიწყო სერიალ სატახტოთა თამაშის ერთ-ერთ ვარსკვლავთან, კიტ ჰარინგტონთან. წყვილმა, თავიანთი ნიშნობის შესახებ 2017 წელს სექტემბერში, „The Times“-ის მეშვეობით გამოაცხადეს.[42][43][44][45] 2018 წლის 23 ივნისს კი დაქორწინდნენ.[46]
2014 წლის შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დროს, როუზ ლესლიმ განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს შოტლანდიის გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩენას.[47] 2015 წლის გაერთიანებული სამეფოს საყოველთაო არჩევნების დროს, ლესლი კონსერვატორებთან ერთად წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდა თავის მშობლიურ გორდონის ოლქში, აბერდინშირში.[48] მამამისი, სებასტიან ლესლი, 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს, აირჩიეს კონსერვატორების მრჩევლად აბერდინშირის საბჭოში, გარიოხის ოლქიდან.[49]
იგი სირბილის მოყვარულია და დაკავებულია კლდეზე ცოცვით, მზარეულობით,[50] თხილამურებზე სრიალით, მშვილდოსნობითა და ჩოგბურთით.[13]
წელი | სერიალი | როლი | არხი | შენიშვნა | სქ. |
---|---|---|---|---|---|
2008 | მარცხი უცხოეთში | კიმი | Channel 5 | ეპიზოდი: „ლიმა“ | [52] |
2009 | ახალი ქალაქი | რიანა | BBC | სატელევიზიო ფილმი | [15] |
2010, 2015 | დაუნტონის სააბატო | გვენ დაუსონი | ITV | 8 ეპიზოდი | [22] |
2011 | წარსულის დანაშაულები | ლაურა ვაირი | BBC | 2 ეპიზოდი | [22] |
2012 | ვერა | ლენა ჰოლგეიტი | ITV | ეპიზოდი: „მოჩვენების პოზიცია“ | [30] |
2012–2014 | სატახტოთა თამაში | იგრიტი | HBO | 17 ეპიზოდი | [24] |
2014 | Blandings | ნიაგრა დონალდსონი | BBC One | ეპიზოდი: „გოგრის მეურვეობა“ | [32] |
2014 | უტოპია | ახალგაზრდა მილნერი | Channel 4 | ეპიზოდი #2.1 | [31] |
2014 | დიდი ხანძარი | სარა ფარინერი | ITV | 4 ეპიზოდი | [33] |
2015 | ლიუტერი | ემა ლანი | BBC One | 2 ეპიზოდი | [35] |
2017–დღემდე | კარგი ბრძოლა | მაია რინდელი | CBS All Access | მთავარი როლი | [39] |
წელი | სპექტაკლი | ადგილი / თეატრი | რეჟისორი | სქ. |
---|---|---|---|---|
შერეული ჩრდილოეთი | ტური უილტონის მუსიკის ცენტრი ოქტაგონის თეატრი |
მაქს სტაფორდი-კლარკი | ||
რომეო და ჯულიეტა | სიყვარულისა და სიგიჟის კომპანია | ჯონ ლინკი | ||
Can-Can | LAMDA | ანა დურჰამი | ||
პერიკლი | როდნი კოტიერი | |||
მეცნიერი ქალები | ჯენი ლიპმანი | |||
კავკასიური ცარცის წრე | ტური Out of Joint Theatre Company მაკოენის თეატრი |
ჯონ ბაქსტერი | ||
ბარიერების რღვევა ბარნლიში | Out of Joint Theatre Company | რობინ სოანსი & კლარკი | ||
ძია ვანია | LAMDA | კოლინ კუკი | ||
ანტიგონა | მარკ ბელი | |||
ბავშვთა მონოლოგები | სამეფო სასამართლო თეატრი | დენი ბოილი | ||
ბედლამი | გლობუსი | ნილ ლეიშონი |
წელი | ჯილდო | კატეგორია | ფილმი/სერიალი | შედეგი | სქ. |
---|---|---|---|---|---|
2009 | ბრიტანეთის აკადემია შოტლანდიის ახალი ნიჭიერის ჯილდოები | საუკეთესო სამსახიობო შემსრულებელი | ახალი ქალაქი | მოგებული | [15] |
2013 | კინომსახიობთა გილდიის ჯილდო | დრამის სერიალში საუკეთესო სამსახიობო შედგენილობა (გუნდთან ერთად) |
სატახტოთა თამაში | ნომინირებული | [53] |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.