ქალაქი მონტგომერის ოლქში, მერილენდის შტატში, აშშ-ში From Wikipedia, the free encyclopedia
როკვილი (ინგლ. Rockville) — ქალაქი აშშ-ში, მერილენდის შტატში. მონტგომერის ოლქის ცენტრი. ქალაქი წარმოადგენს ბალტიმორ-ვაშინგტონის აგლომერაციის ერთობლივ ნაწილს. ამერიკის მოსახელეობის 2010 წლის აღწერის შეჯამებით, როკვილის მოსახლეობა შეადგენს 61,209 ადამიანს. ბალტიმორისა და ფრედერიკის შემდეგ როკვილი ყველაზე დიდი ქალაქია მერილენდის შტატში.[2]
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
როკვილი Rockville | |||||
დაუნთაუნ როკვილი 2011, მონტგომერის ოლქის სასამართლო 2010, როკვილ თაუნ-სქვერი 2010, Beall-Dawson ისტორიული სახლი 2005, ქალაქის ცენტრი 2008 | |||||
| |||||
ქვეყანა | აშშ | ||||
შტატი | მერილენდი | ||||
კოორდინატები | 39°05′01″ ჩ. გ. 77°08′54″ დ. გ. | ||||
ქალაქის მერი | ბრიჯიტ დონელი ნიუტონი [1] | ||||
დაარსდა | 1717 | ||||
ფართობი | 35.15 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 137 მ | ||||
მოსახლეობა | 61,209 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 4,530.6 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 5,306,565 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||||
სატელეფონო კოდი | 24-67675 | ||||
საფოსტო ინდექსი | 0586901 | ||||
ოფიციალური საიტი | rockvillemd.gov | ||||
როკვილიში განთავსებულია ბიოტექნოლოგიური კომპანიები და ფედერალური ხელისუფლების სააგენტოები, ისევე როგორც მაღალი დონის რეგიონალური სავაჭრო ცენტრები.
ქალაქი მდებარეობს პედმონტის რეგიონში. როკვილი წარმოადგენდა შესანიშნავ თავშესაფარს ნახევრად მომთაბარე მკვიდრი ამერიკელებისათვის ჩვენს წელთაღრიცხვამდე 8000 წელს. პირველ ათასწლეულში ამ ტერიტორიაზე დასახლდა რამდენიმე მომთაბარე ჯგუფი, რომელმაც აითვისა ადგილობრივი ფლორა და მიჰყო ხელი სოფლის მეურნეობას. 1200 წელს ამ ჯგუფებს კონფლიქტი მოუვიდათ პენსილვანიდან და ნიუ იორკიდან მიგრირებულ ჯგუფებთან. ქალაქის თანამედროვე საზღვრების ტერიტორიაზე 1700 წელს აღმოჩენილი იქნა მრავალი პრეისტორიული არტეფაქტი. ევროპელი კოლონიალისტების ზეწოლით უმრავლესობა ამ თავდაპირველი მოასხლეობისა გაძევებული იქნა სამშობლოდან.
ადრეული როკვილი ცნობილი იყო სხვადასხვა სახელებით: ოუენს-ორდინარი, ჰანგერფორდის ტავერნა და დელეის ტავერნა. ამ ქალაქში პირველი წერილობითი ხსენება დასახახლებულთა შესახებ აღწერილია ბრედოკის ექპედიციის დროს 1775 წელს.
1776 წლის 16 სექტემბერს[3] მერილენდის საკონსტიტუციო კონვენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ყველაზე დიდი და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული მხარე მერილენდის შტატში გაიყო სამ მცირე ერთეულად. ქვეყნის სამხრეთ ნაწილს, რომლის ნაწილი იყო როკვილი დაერქვა მონტგომერის ოლქი. ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და განვითარებული ქალაქი მონტგომერის ოლქში იყო ჯორჯ თაუნი, ხოლო პატარა ქალაქი როკვილი არჩეული იქნა ოლქის მთავრობის რეზიდენციად. ამ პერიოდში როკვილის სახელწოდება იყო ჰანგერფორდის ტავერნა, ცნობილი ტავერნის პატივსაცემად, რომელიც განთავსებული იყო ამ ქალაქში.
1803 წელს აღნიშნულ ტერიტორიას ოფიციალურად დაერქვა როკვილი.[3][4]
აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიუროზე დაყრდნობით,[5] ქალაქის მთლიანი ტერიტორია შეადგენს 13.57 კვადრატულ მილს (35.15 კმ²), სადაც 13.51 კვადრატული მილი (34.99კმ²) შედგება მიწისგან, ხოლო 0.06 კვადრატული მილი (0.016 კმ²) — წყლისგან.[6]
ამ არეალში კლიმატი ხასიათდება, თბილი, ტენიანი ზაფხულით და ცივი ზამთრით. აქ არის ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი.[7] აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით როკვილი იმყოფება კლიმატურ ზონა 7a-ში,[8] ეს ნიშნავს იმას რომ ზამთარში საშუალოდ წლიურად ტემპერატურა არის 0-დან 5-დე °F-ით. (-18-15 °C)[9] საშუალოდ, პირველად ტემპერატურა ეცემა ოქტომბერში და გრძელდება დაახლოებით აპრილამდე.[10]
2010 წლის აღწერით, მოსახლეობის სრული რაოდენობა შეადგენს 61,209 ადამიანს. მოსახლეობის სიმჭიდროვე ერთ კვადრატულ მილზე (1,749.3 კმ²) არის 4.530.6 მოსახლე. ქალაქის რასობრივი შემაგენლობა ასეთია: 60.4 % თეთრი, 9.6 % აფროამერიკელები, 0.3 %, მკვიდრი ამერიკელები, 20.6% აზიელები, 5.3 % სხვა რასის წარმომადგენლები, და 3.8 % ორი ან მეტი რასის წამომადგენლები.
როკვილში მდებარეობს ბევრი სხვადასხვა კომერციული, თუ არა კომერციული კომპანია, მათ შორის: Adventist HealthCare, Goodwill Industries, Bethesda Softworks და ასე შემდეგ.
2012 წლის ქალაქის ყოველწლიურ ფინანსურ ანგარიშზე დაყრდნობით,[11] ათი ყველაზე დიდი დამსაქმებელია:
# | დამსაქმებელი | დასაქმებულთა რაოდენობა |
---|---|---|
1 | მონტგომერის ოლქი | 4,985 |
2 | მონტგომერის საჯარო სკოლა | 2,500 |
3 | Lockheed Martin Information Systems | 2,000 |
4 | Westat | 2,000 |
5 | Booz Allen Hamilton | 1,282 |
6 | მონტგომერის კოლეჯი | 955 |
7 | Quest Software | 784 |
8 | BAE Systems | 650 |
9 | City of Rockville | 537 |
10 | Adventist HealthCare | 415 |
როკვილს ჰყავს ერთი დაძმობილებული ქალაქი:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.