From Wikipedia, the free encyclopedia
რიპიდი — (სამწერობელი) ტარზე მიმაგრებული ლითონის წრიული ფირფიტები ქერუბიმთა გამოსახულებით. იგი დიაკვნებს უჭირავთ ძღვენის (წმ. ნაწილების) კურთხევისას. ძველად მას ამზადებდნენ ფარშევანგის ბუმბულისაგან, რათა საღვთო ძღვენი მწერთაგან დაეცვათ. ამჟამად მას მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და გამოხატავს ციურ ძალთა მონაწილეობას წმ. ზიარების საიდუმლოში. იგი ასევე, გამოიყენება სამღვდელმთავრო მსახურებისა და საეკლესიო დღესასწაულებზე ჯვრით მსვლელობისას.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.