დიეგო რივერა
From Wikipedia, the free encyclopedia
დიეგო რივერა (ესპ. Diego Rivera სრული სახელი დიეგო მარია დე ლა კონცეპციონ ხუან ნეპომუცენო ესტანისლაო დე ლა რივერა ი ბრიენტოს აცოსტა ი როდრიგეზ ესპ. Diego María de la Concepción Juan Nepomuceno Estanislao de la Rivera y Barrientos Acosta y Rodríguez; დ. 8 დეკემბერი, 1886, გუანახუატო, მექსიკა — გ. 24 ნოემბერი, 1957) — მექსიკელი კუბისტი მხატვარი და მიურალისტი.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/3a/Frida_Kahlo_Diego_Rivera_1932.jpg/220px-Frida_Kahlo_Diego_Rivera_1932.jpg)
დიეგოს შესაძლოა ყველაზე ცნობილი ნამუშევარი იყოს მისი 1930-იან წლებში როკფელერის შენობის ლობიში დახატული უზარმაზარი მიურალი, რომელშიც კომუნისტური ლიდერები აშშ-ის დამფუძნებელ მამებთან გვერდიგვერდ იყო გამოსახული. ეს ნამუშევარი დასრულებამდე განადგურებულ იქნა გაბრაზებულ როკფელერის თანამშრომელთა მიერ.
წარმოშობით დიეგო კათოლიკედ მოქცეული ებრაელების ოჯახიდან იყო, თუმცა პროფესიულად ათეისტი და უმეტესწილად, თუ სრულად არა, კომუნისტი ცხოვრების განმავლობაში. ლათინურ ამერიკაში, როგორც ამბობენ, სახალხო გმირადაა აღიარებული. ანგელინა ბელოფთან სამოქალაქო ქორწინებით ერთი ვაჟი, დიეგო (უმც.) ეყოლა, რომელიც ჩვილ-ბავშვობაშივე დაიღუპა. რუს ემიგრანტ მხატვარ მარია ვორობიოვა-სტებელსკასთან (მარევნა) ქალიშვილი, მარიკა რივერა, ჰყავდა. მისი შემდგომი ქორწინება მექსიკელ მხატვარ ფრიდა კალოსთან უნაყოფო გამოდგა, თუმცა ცხოვრების დარჩენილ ნაწილს დიეგო მასთან ატარებს.