From Wikipedia, the free encyclopedia
რაჯივ განდი (ჰინ. राजीव गाँधी; დ. 20 აგვისტო, 1944 — გ. 21 მაისი, 1991) — ინდოეთის პოლიტიკური მოღვაწე, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი 1984-1989 წლებში.
რაჯივ განდი | |
ინდოეთის მე-7 პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
31 ოქტომბერი, 1984 – 2 დეკემბერი, 1989 | |
პრეზიდენტი | ზაილ სინგჰი რამასვამი ვენკატარამანი |
წინამორბედი | ინდირა განდი |
მემკვიდრე | ვიშვანათ პრატაპ სინგჰი |
ოპოზიციის ლიდერი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
18 დეკემბერი, 1989 – 23 დეკემბერი, 1990 | |
პრემიერ-მინისტრი | ვიშვანათ პრატაპ სინგჰი |
წინამორბედი | ვაკანტური |
მემკვიდრე | ლალ კრიშნა ადვანი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1985 – 1991 | |
წინამორბედი | ინდირა განდი |
მემკვიდრე | პამულაპართი ვენკატა ნარასიმჰა რაო |
ინდოეთის პარლამენტის წევრი, ამეთი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 აგვისტო, 1981 – 21 მაისი, 1991 | |
წინამორბედი | სანჯაი განდი |
მემკვიდრე | სატიშ შარმა |
დაბადებული | 20 აგვისტო, 1944 მუმბაი, ბრიტანეთის ინდოეთი |
გარდაცვლილი | 21 მაისი, 1991 შრიპერუმბუდური, ტამილნადუ, ინდოეთი |
მოქალაქეობა | ინდოეთი ბრიტანეთის ინდოეთი |
პოლიტიკური პარტია | ინდოეთის ეროვნული კონგრესი |
მამა | ფეროზ განდი |
დედა | ინდირა განდი |
მეუღლე | სონია განდი |
შვილები | რაჰულ განდი, პრიანკა ვადრა |
განათლება | ტრინიტის კოლეჯი, ლონდონის იმპერიული კოლეჯი, კემბრიჯის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
რელიგია | ინდუიზმი |
ჯილდოები | აუგუსტო სესარ სარდინოს ორდენი, ბჰარატ რატნას ორდენი |
ჯავაჰარლალ ნერუს შვილიშვილი და ინდირა განდის უფროსი ვაჟი. სწავლობდა დიდ ბრიტანეთში. პოლიტიკაში ჩაერთო საკმაოდ გვიან, უმცროსი ძმის სანჯეის უეცარი გარდაცვალების შემდეგ. 1980 წელს დაინიშნა ინდირა განდის პარტიის ინდოეთის ეროვნული კონგრესის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელად. 1983 წელს დაინიშნა პარტის გენერალურ მდივნად და ფაქტობრივად დედის შემცვლელად. 1984 წლის ოქტომბერში ინდირას მკვლელობის შემდეგ არჩეულ იქნა მმართველი პარტიის თავმჯდომარედ, სათავეში ჩაუდგა მთავრობას და ამავე დროს 1988 წლამდე ასრულებდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას. 1989 წელს მმართველობა დაკარგა, თუმცა რჩება გავლენიან პოლიტიკურ მოღვაწედ ოპოზიციაში.
რიგით წინასაარჩევნო კამპანიის დროს, სადაც მას გამარჯვების მაღალი შანსი ჰქონდა, მადრასთან ახლოს თამილელი ტერორისტი კამიკაძე მკვლელი ქალის მსხვერპლი გახდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.