მხარე საქართველოში From Wikipedia, the free encyclopedia
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე — მხარე დასავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების რაჭის, ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-RL. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:
ადმინისტრაციული ერთეული | |
---|---|
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე | |
ქვეყანა | საქართველო |
ადმ. ცენტრი | ამბროლაური |
შიდა დაყოფა | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, ლენტეხის მუნიციპალიტეტი, ონის მუნიციპალიტეტი და ცაგერის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°38′00″ ჩ. გ. 43°08′00″ ა. გ. |
სახელმწიფო რწმუნებული | პარმენ მარგველიძე |
დაარსდა | 1995 |
ფართობი | 4690 კმ² |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 32 089 (2014) კაცი |
სიმჭიდროვე | 6,48 კაცი/კმ² |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,65 %[1] |
სარწმუნოებრივი შემადგენლობა | მართლმადიდებლები 99,16 %[2] |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
ოფიციალური საიტი | http://rls.gov.ge/ |
რუკა | მუნიციპალიტეტები |
---|---|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი | |
ლენტეხის მუნიციპალიტეტი | |
ონის მუნიციპალიტეტი | |
ცაგერის მუნიციპალიტეტი |
მხარის ფართობი შეადგენს 4954 კვ.კმ–ს, მოსახლეობა — 32 089 ადამიანს (2014), მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ–ზე — 6,48 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ამბროლაური. მხარეში 256 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში აღმასრულებელ ხელისუფლებას განახორციელებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი - სახელმწიფო რწმუნებული. სახელმწიფო რწმუნებული, საქართველოს მთავრობის დავალებით, კოორდინაციას უწევს რეგიონული პოლიტიკის განხორციელებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ცალკეულ ღონისძიებებს, შეიმუშავებს ან/და ახორციელებს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებს და მონაწილეობას იღებს რეგიონული განვითარების ღონისძიებებში, საქართველოს მთავრობისთვის წარმოსადგენად ამზადებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს შესაბამისი სამოქმედო ტერიტორიის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ, ხელს უწყობს სოფლის მეურნეობისა და სპორტის განვითარებას, კულტურისა და ისტორიული ძეგლების დაცვასა და სხვა ღონისძიებების განხორციელებას, მონაწილეობას იღებს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა განხორციელებაში და სხვა.
მხარეში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი (მერია) ორგანოების მიერ. მხარის შემადგებლობაში შედის 4 თვითმმართველო ერთეული-მუნიციპალიტეტი: ამბროლაური, ლენტეხი, ონი და ცაგერი.
მხარეში, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად მთავრობა ნიშნავს სახელმწიფო რწმუნებულს. ამ თანამდებობაზე, დღემდე მუშაობდნენ:
მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა (2014):
მოსახლეობის რიცხოვნობა მსხვილ დასახლებებში (2014):
მხარე / რაიონი-მუნიციპალიტეტი[4] | 1959 წ. აღწ. | 1970 წ. აღწ. | 1979 წ. აღწ. | 1989 წ. აღწ. | 1991' | 2002 წ. აღწ. | 2014 წ. აღწ. | 2016' | 2017' | 2018' |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი | 90 405 | 79 979 | 69 834 | 57 776 | 55 700 | 50 969 | 32 089 | 31 500 | 30 800 | 30 200 |
ამბროლაურის | 26 667 | 24 128 | 20 916 | 17 065 | 16 800 | 16 079 | 11 186 | 11 100 | 10 800 | 10 700 |
ლენტეხის | 14 692 | 13 479 | 12 963 | 11 227 | 9800 | 8991 | 4386 | 4400 | 4300 | 4200 |
ონის | 21 784 | 19 016 | 15 493 | 12 318 | 12 400 | 9277 | 6130 | 6100 | 6000 | 5900 |
ცაგერის | 27 262 | 23 356 | 20 462 | 17 166 | 16 700 | 16 622 | 10 387 | 10 000 | 9700 | 9400 |
მხარის უდიდესი ნაწილი მაღალმთიანია და ეკონომიკა ძირითადად სოფლის მეურნეობას ემყარება. რეგიონში განვითარებულია მემცენარეობა (ძირითადად მევენახეობა, მეკარტოფილეობა) და მეცხოველეობა.
აქედან:
მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:
მხარის ადრინდელი ისტორია იხილეთ სტატიებში:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.