რაყამი
From Wikipedia, the free encyclopedia
რაყამი (არაბ.-თურქ. რაკამ — გამოსახვა), სპარსეთის შაჰის (ყაენის), ოსმალეთის სულთნის (ხონთქრის) წერილი, ბრძანებულება, სიგელი.
ტერმინი „რაყამი“ ქართულში XVII-XVIII საუკუნეებში შემოვიდა. „რაყმის საქმითა“ საქართველოში მნიშვნელოვანი საკითხები წყდებოდა, რაც ქვეყნის ვასალური დამოკიდებულების შედეგი და გამოხატულება იყო. „რაყამი“ ანალოგიური ქართული საბუთის აღსანიშნავადაც იხმარებოდა.