From Wikipedia, the free encyclopedia
რანუჩო I ფარნეზე (იტალ. Ranuccio I Farnese; დ. 28 მარტი, 1569, პარმა, იტალია — გ. 5 მარტი, 1622, პარმა, იტალია) — ფარნეზეების დინასტიის წარმომადგენელი. პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგი 1592-1622 წლებში. ჰერცოგ ალესანდრო ფარნეზესა და ინფანტა მარია პორტუგალიელის უფროსი ვაჟი.
რანუჩო I ფარნეზე | |
---|---|
პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 3 დეკემბერი, 1592 |
მმართ. დასასრული: | 5 მარტი, 1622 |
წინამორბედი: | ალესანდრო |
მემკვიდრე: | ოდოარდო |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 28 მარტი, 1569 |
გარდ. თარიღი: | 5 მარტი, 1622, (52 წლის) |
მეუღლე: | მარგერიტა ალდობრანდინი |
შვილები: |
ოდოარდო, პარმის ჰერცოგი მარია, მოდენის ჰერცოგინია ვიტორია, მოდენის ჰერცოგინია |
დინასტია: | ფარნეზეები |
მამა: | ალესანდრო, პარმის ჰერცოგი |
დედა: | მარია პორტუგალიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
რანუჩო ფარნეზე დაიბადა 1569 წლის 28 მარტს პარმაში. იგი იყო პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგ ალესანდრო ფარნეზესა და მისი მეუღლის, ინფანტა მარია პორტუგალიელის ვაჟი. მამის მხრიდან იგი საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-სა და რომის პაპ პავლე III-ის შთამომავალი იყო, ხოლო დედის მხრიდან პორტუგალიის მეფე მანუელ I-სა. როდესაც იგი რვა წლის იყო დედა გარდაეცვალა, თუმცა მამამისი მეორედ აღარ დაქორწინებულა.
1592 წლის 3 დეკემბერს რანუჩო I გარდაცვლილი მამის ტახტს იკავებს და პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგი ხდება. იგი აბსოლუტიზმის დიდი ქომაგი იყო, რის გამოც დიდებულებს მრავალი პრივილეგია ჩამოართვა. მისი მმართველობის პერიოდიდან ყველაზე ცნობილია 1612 წლის „დიდი სამართალი“, რა დროსაც მრავალი პიაჩენცელი არისტოკრატი დაისაჯა სიკვდილით. იმავდროულად მისი საყვარელი, კლაუდია კოლა და დედამისი ჯადოქრობაში დაადანაშაულეს, რის გამოც რანუჩომ ორივე მათგანი კოცონზე დაწვა. მისმა ასეთმა დაპირისპირებამ ადგილობრივ დიდებულებთან მკვეთრად შეარყია რანუჩოს ავტორიტეტი იტალიელ წარჩინებულებში, რის გამოც, როდესაც იგი თავისი უფროსი ვაჟის, პრინცი ოდოარდოსათვის საცოლეს ეძებდა თანამემამულე მონარქებისაგან ქალიშვილის მითხოვებაზე უარი მიიღო. მიუხედავად ამისა, მან მოახერხა ტოსკანის დიდ ჰერცოგ კოზიმო II-თან მოლაპარაკებების წარმოება და ოდოარდოს მარგერიტა მედიჩიზე დაქორწინება.
როგორც პორტუგალიის მეფე მანუელ I-ის შვილთაშვილი, რანუჩო თავიდანვე მიიჩნეოდა პორტუგალიის ტახტის ერთ-ერთ მემკვიდრედ. ამის გამო, როცა 1580 წელს ენრიკე I-ის გარდაცვალებით ავისის დინასტია შეწყდა და ტახტისთვის ბრძოლა დაიწყო, მამამისმა 11 წლის რანუჩოს სახელითაც განაცხადა პრეტენზია, თუმცა ამოდ, რადგან პორტუგალიის ტახტი ესპანეთის მეფე ფილიპე II-მ დაიპყრო, რომელიც ასევე მანუელის შვილიშვილი იყო.
რანუჩოს მმართველობის პერიოდში მისი საჰერცოგოს დაქვემდებარებაში შევიდა კოლორნოს, სალა-ბაგანცასა და მონტეჩიარუგოლოს ტერიტორიები. შეიძლება ითქვას, რომ მან პარმას კულტურული რესტავრაცია ჩაუტარა. მან ააგო ფარნეზეების სასახლე და 4,500 ადგილიანი სამეფო თეატრი. ამასთან ერთად, დაარსდა პარმის უნივერსიტეტი და გაფართოვდა ქალაქის გალავანიც.
რანუჩო I გარდაიცვალა 1622 წლის 5 მარტს, 52 წლის ასაკში, რის შემდეგაც ტახტი მისმა ვაჟმა, ოდოარდო ფარნეზემ დაიკავა.
რანუჩოს თავის ცოლთან, მარგერიტა ალდობრანდინთან ჰყავდა ცხრა შვილი:
გარდა ამისა, რანუჩოს ქორწინებამდე ურთიერთობა ჰქონდა ბრიზეიდა კერელოტისთან, რომელთანაც ჰყავდა ორი უკანონო შვილი:
ამას გარდა, სხვადასხვა საყვარლისგან მას კიდევ ოთხი უკანონო შვილი ჰყავდა:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.