From Wikipedia, the free encyclopedia
რანერსი (დან. Randers) — ქალაქი ცენტრალურ დანიაში, იუტლანდიის ნახევარკუნძულზე, რანერსის მუნიციპალიტეტში. მისი მოსახლეობა 61 121 ადამიანია (2012 წ) და ამ მაჩვენებლით წარმოადგენს ქვეყნის სიდიდით მე-6 ქალაქს.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
რანერსი დან. Randers | |||
| |||
ქვეყანა | დანია | ||
რეგიონი | ცენტრალური დანია | ||
კოორდინატები | 56°26′00″ ჩ. გ. 10°02′00″ ა. გ. | ||
მმართველი | Torben Hansen | ||
დაარსდა | XI საუკუნე | ||
ფართობი | 800,14 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 56±1 მეტრი | ||
მოსახლეობა | 61 121 კაცი (2012) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | 8 | ||
საფოსტო ინდექსი | 8900, 8920, 8930, 8940 და 8960 | ||
ოფიციალური საიტი | randers.dk | ||
მუნიციპალიტეტის მთლიანი მოსახლეობა 94 750 კაცს შეადგენს (2010) და მიეკუთვნება 1,2 მილიონიან აღმოსავლეთ იუტლანდიის მეტროპოლიურ არეალს.
ქალაქი გაშენებულია მდინარე გუდენის ნაპირებზე, მისი რანერს-ფიორდთან შესართავიდან 10 კმ-ში, კოპენჰაგენიდან 179 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით. მის ასეთ მდებარეობას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საზღვაო ვაჭრობისთვის.
ვრცელი სასოფლო-სამეურნეო არეალები და კარგი სატრანსპორტო მდებარეობა როგორც ხმელეთით, ისე ზღვით, რანერსს დაეხმარა, რომ ვაჭრობისა და კომერციის დინამიკური ცენტრი გამხდარიყო.
რანერსი XII საუკუნეში დაარსდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.