From Wikipedia, the free encyclopedia
რანასინგჰე პრემადასა (ტამილურ ენაზე ரணசிங்க பிரேமதாசா, ინგლ. Ranasinghe Premadasa დ. 23 ივნისი, 1923, კოლომბო — გ. 1 მაისი, 1993, კოლომბო) — შრი-ლანკელი პოლიტიკოსი. ქვეყნის პრეზიდენტი (1989-1993) და პრემიერ-მინისტრი (1978-1989). დაქორწინებული იყო ჰემა პრემადასაზე, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი: საჯითი და დულანჯალი. მისი ვაჟი არის პარლამენტის წევრი ჰამბანტოტას რაიონიდან.
რანასინგჰე პრემადასა | |
რანასინგჰე პრემადასა (მარცხნივ) | |
შრი-ლანკის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2 იანვარი 1989 – 1 მაისი 1993 | |
წინამორბედი | ჯუნიუს ჯაიევარდენე |
მემკვიდრე | დინგირი ბანდა ვიჯეტუნგა |
შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
6 თებერვალი 1978 – 3 მარტი 1989 | |
წინამორბედი | ჯუნიუს ჯაიევარდენე |
მემკვიდრე | დინგირი ბანდა ვიჯეტუნგა |
დაბადებული | 23 ივნისი 1923 კოლომბო ცეილონი |
გარდაცვლილი | 1 მაისი, 1993 (69 წლის) კოლომბო შრი-ლანკა |
პოლიტიკური პარტია | გართიანებული ეროვნული პარტია |
მეუღლე | ჰემა პრემადასა |
შვილები | საჯითი და დულანჯალი |
რელიგია | ბუდიზმი |
იგი თავდაპირველად გეგმავდა ჟურნალისტის პროფესიას დაუფლებოდა, თარგმნა კიდეც სინჰალურ ენაზე ჯავაჰარლალ ნერუს ავტობიოგრაფია. პოლიტიკური კარიერა დაიწყო ლეიბორისტული პარტიის რიგებში, მაგრამ მალევე შეუერთდა გაერთიანებულ ეროვნულ პარტიას, რადგანაც ლეიბორისტებს არ ჰქონდათ წარმატების არავითარი შანსები. დადლი სენანაიაკეს მთავრობაში ეკავა რადიომაუწყებლობის მინისტრის თანამდებობა. ამ პერიოდში მან ჩამოაყალიბა რადიოსადგური „რადიო ცეილონი“, ერთ-ერთი ყველაზე ძველი სადგური სამხრეთ აზიაში. მისი პრეზიდენტობის დროს გაერთიანებული ეროვნული პარტიის რიგებიდან განდევნეს მისი ორი კონკურენტი ლალით ათულათმუდალი და გამინი დისანაიაკე, რომლებიც შეუერთდნენ ოპოზიციურ გაერთიანებულ დემოკრატიულ ეროვნულ განმათავისუფლებელ ფრონტს.
რანასიგჰე პრემადასა მოკლა „თამილ-ელამის განთავისუფლების ვეფხვების“ კამიკაძე-ტერორისტმა 1993 წლის 1 მაისს კოლომბოში, საპირველმაისო აღლუმზე.
წინამორბედი: ჯუნიუს ჯაიევარდენე |
შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი 1978 – 1989 |
შემდეგი: დინგირი ბანდა ვიჯეტუნგა |
წინამორბედი: ჯუნიუს ჯაიევარდენე |
შრი-ლანკის პრეზიდენტი 1989 – 1993 |
შემდეგი: დინგირი ბანდა ვიჯეტუნგა |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.