ჟან I (ბურგუნდია)
From Wikipedia, the free encyclopedia
ჟან I უშიში (ფრანგ. Jean I sans Peur, გერმ. Johann I zonder Vrees; დ. 28 მაისი, 1371, დიჟონი, ბურგუნდია — გ. 10 სექტემბერი, 1419, მონტერო, საფრანგეთი) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპ II-ისა და მისი ცოლის, ფლანდრიის გრაფინია მარგარიტა III-ის ვაჟი. ვინაიდან იგი საფრანგეთის მეფე ჟან II-ის შვილიშვილი და შეშლილი მეფე შარლ VI-ის ბიძა იყო, მას დიდი გავლენა ჰქონდა ფრანგულ პოლიტიკაზე. იგი ასევე აქტიურად ერეოდა ასწლიან ომში, თუმცა ინგლისელთა მხარეს. საფრანგეთში მისი მმართველობა ცნობილია არაკეთილსინდისიერი და ძალადობრივი მოქმედებებით, რასაც იგი ახორციელებდა თანამემამულეებზე. ისედაც ასწლიან ომში გატეხილ საფრანგეთში ატეხა არმანიაკ-ბურგუნდიელთა სამოქალაქო ომი, რაც საბოლოოდ 1419 წელს მისი მკვლელობით დაგვირგვინდა.
ჟან I უშიში | |
---|---|
ბურგუნდიის ჰერცოგი, შაროლუას, ფლანდრიის, ნევერისა და არტუას გრაფი | |
მმართ. დასაწყისი: | 27 აპრილი, 1404 |
მმართ. დასასრული: | 10 სექტემბერი, 1419 |
წინამორბედი: | ფილიპ II მამაცი |
მემკვიდრე: | ფილიპ III კეთილი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 28 მაისი, 1371 |
დაბ. ადგილი: | დიჟონი, ბურგუნდია |
გარდ. თარიღი: | 10 სექტემბერი, 1419, (48 წლის) |
გარდ. ადგილი: | მონტერო, საფრანგეთი |
მეუღლე: |
მარგარეტ ბავარიელი (ქ. 1385) |
შვილები: |
მარგარიტა, საფრანგეთის დოფინი მარი, კლევის ჰერცოგინია ფილიპ III, ბურგუნდიის ჰერცოგი ანა, ბედფორდის ჰერცოგინია აგნესი, ბურბონის ჰერცოგინია |
დინასტია: | ვალუები |
მამა: | ფილიპ II, ბურგუნდიის ჰერცოგი |
დედა: | მარგარიტა III, ფლანდრიის გრაფინია |
რელიგია: | კათოლიციზმი |
მოგვიანებით მისმა ვაჟმა ფილიპმა, მეფე შარლს მამის მკვლელობაში დასდო ბრალი და ინგლისელთა ძლიერი მოკავშირე გახდა, რაც ისევ საფრანგეთს შემოუტრიალდა ცუდად.