![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1a/Caesarion.jpg/640px-Caesarion.jpg&w=640&q=50)
პტოლემე XV
From Wikipedia, the free encyclopedia
პტოლემე XV ფილოპატორ ფილომეტორ ცეზარი (ასევე ცეზარიონი) — პტოლემეების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი და პტოლემეების სამეფოს უკანასკნელი ფარაონი. ცეზარიონი სამეფოს დედასთან კლეოპატრა VII-სთან ერთად მართავდა, მისი მართველობა დაიწყო ძვ.წ. 44 წლის 2 სექტემბერს და დასრულდა ძვ.წ. 30 წლის 23 აგვისტოს. კლეოპატრას გარდაცვალების შემდეგ, ძვ.წ. 30 წლის 12 აგვისტოდან ცეზარიონი სამეფოს ამავე წლის 23 აგვისტომდე მარტო მართავდა. 23 აგვისტოს კი ცეზარიონი ოქტავიანეს ბრძანებით მოკლეს, მოგვიანებით ოქტავიანე რომის იმპერატორი ავგუსტუსი გახდა. პტოლემე XV კლეოპატრა VII-ის უფროს ვაჟი და სავარაუდოდ იულიუს კეისარის ერთადერთი ვაჟი იყო, სწორედ მის პატივსაცემად დაერქვა სახელი ცეზარიონს.
სწრაფი ფაქტები ფარაონი, მეფობა ...
პტოლემე XV | |
---|---|
ცეზარიონი, ცეზარი პტოლემე | |
![]() პტოლემე XV-ის (ცეზარიონის) გამოსახულება | |
ფარაონი | |
მეფობა | 2 სექტემბერი, ძვ.წ. 44 – 12 აგვისტო, ძვ.წ. 30 (პტოლემეების დინასტია) |
თანამმართველი | კლეოპატრა VII |
წინამორბედი | კლეოპატრა VII |
მემკვიდრე |
ოქტავიანე ავგუსტუსი (როგორც რომის იმპერატორი) |
სამეფო ტიტულები
| |
მამა | იულიუს კეისარი |
დედა | კლეოპატრა VII |
დაბ. თარიღი | 23 ივნისი, ძვ.წ. 47 |
გარდ. თარიღი | 23 აგვისტო, ძვ.წ. 30 |
დახურვა