From Wikipedia, the free encyclopedia
პრჟევალსკის ცხენი (ლათ. Equus ferus przewalskii) — კენტჩლიქოსანთა ცხოველი ცხენის გვარისა. 1879 წელს ცენტრალურ აზიაში აღმოაჩინა ნიკოლოზ პრჟევალსკიმ. აქვს მოკლე ფაფარი, მოზრდილი თავი, მსხვილი კისერი, მოკლე ფეხები და პატარა ყურები. ულაყის სხეულის სიგრძეა 2,3 მ, ჭაკი რამდენადმე უფრო პატარაა. ბინადრობდა ჯუნღარის უდაბნოში. ქმნიდა 5-20 სულისაგან შემდგარ რემას. ამჟამად ბუნებაში მისი არსებობა საეჭვოა. უკანასკნელი ჯოგი ბუნებაში 1967 წელს შეამჩნიეს, ხოლო უკანასკნელი წარმომადგენელი 1969 წელს. შემონახულია ევროპისა და ამერიკის ზოოპარკებში, უკრაინაში — ასკანია-ნოვაში. ეჯვარება შინაურ ცხენს და ქმნის ნაყოფიერ შთამომავლობას.
პრჟევალსკის ცხენი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Equus ferus przewalskii | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
სტატუსი არ არის მითითებული ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ??? | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.