![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/27/CommonwealthPrimeMinisters1944.jpg/640px-CommonwealthPrimeMinisters1944.jpg&w=640&q=50)
პრემიერ-მინისტრი
From Wikipedia, the free encyclopedia
პრემიერ-მინისტრი — აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირი, რომელსაც განსხვავებული უფლებები და ძალაუფლება აქვს სახელმწიფოს პოლიტიკური სისტემის შესაბამისად:
- საპარლამენტო სისტემის სახელმწიფოში პრემიერ-მინისტრი არის მთავრობის (მინისტრთა კაბინეტის) უმაღლესი თანამდებობის პირი; ამ შემთხვევაში პრეზიდენტის (ან მონარქის) ძალაუფლება ნომინალურია და ცერემონიული ფუნქციებით შემოიფარგლება.
- საპრეზიდენტო და ნახევრად-საპრეზიდენტო სისტემის სახელმწიფოში პრემიერ-მინისტრი არის თანამდებობის პირი, რომელიც მოქმედებს პრეზიდენტის დირექტივების შესაბამისად და კოორდინაციას უწევს მინისტრების მუშაობას.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/27/CommonwealthPrimeMinisters1944.jpg/320px-CommonwealthPrimeMinisters1944.jpg)