From Wikipedia, the free encyclopedia
პოლ საბატიე (დ. 5 ნოემბერი, 1854, კარკასონი — გ. 14 აგვისტო, 1941, ტულუზა) — ფრანგი ქიმიკოსი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1913).
1877 წელს დაამთავრა ტულუზის უმაღლესი პედაგოგიური ინსტიტუტი. 1844–1930 წლებში იყო ტულუზის უნივერსიტეტის პროფესორი. მუშაობდა ორგანული კატალიზის დარგში. 1927 ჟან სანდერანთან ერთად ნიკლის კატალიზატორზე ეთილენისა და წყალბადის გატარებით მიიღო ეთანი. 1909 განახორციელა უჯერ კარბომჟავათა ჰიდრირება. შეისწავლა კონდენციისა და იზომერიზაციის კატალიზური რეაქციები ჟანგეულებისა და ქლორიდების თანაობისას, ნახშირწყალბადებთან ჰალოგენწყალბადების მიერთება და მოწყვეტა, მძიმე ნახშირწყალბადების კატალიზური კრეგინგი. საბატიეს შრომებმა ხელი შეუწყო ქიმიურ მრეწველობაში ახალი მიმართულების - კატალიზური ორგანული სინთეზის განვითარებას. ნობელის პრემია მიენიჭა (1912).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.