![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/ea/%25D0%25A0%25D0%25BE%25D1%2581%25D1%2581%25D0%25B8%25D1%258F%252C%25D0%259F%25D0%25BE%25D0%25B4%25D0%25BA%25D0%25B0%25D0%25BC%25D0%25B5%25D0%25BD%25D0%25BD%25D0%25B0%25D1%258F_%25D0%25A2%25D1%2583%25D0%25BD%25D0%25B3%25D1%2583%25D1%2581%25D0%25BA%25D0%25B0._-_panoramio.jpg/640px-%25D0%25A0%25D0%25BE%25D1%2581%25D1%2581%25D0%25B8%25D1%258F%252C%25D0%259F%25D0%25BE%25D0%25B4%25D0%25BA%25D0%25B0%25D0%25BC%25D0%25B5%25D0%25BD%25D0%25BD%25D0%25B0%25D1%258F_%25D0%25A2%25D1%2583%25D0%25BD%25D0%25B3%25D1%2583%25D1%2581%25D0%25BA%25D0%25B0._-_panoramio.jpg&w=640&q=50)
პოდკამენაია-ტუნგუსკა
From Wikipedia, the free encyclopedia
პოდკამენაია-ტუნგუსკა, ჩულაკანი, შუა ტუნგუსკა (რუს. Подкаменная Тунгуска) — მდინარე რუსეთში (კრასნოიარსკის მხარე). მდინარე ენისეის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 1865 კმ, აუზის ფართობი 240 ათ. კმ². სათავე აქვს ანგარის ჭიუხებში. ზემოთში ეწოდება კატანგა, მიედინება განიერ და ღრმა ხეობაში. ტეტერეს შესართავიდან ხეობა ვიწროვდება, გადის ლავებზე და აჩენს ჭორომებს. შესართავიდან 250 კმ-ზე ხეობა ფართოვდება 20-23 კმ-მდე.
პოდკამენაია-ტუნგუსკა | |
---|---|
![]() პოდკამენაია-ტუნგუსკის ხედი ვერტმფრენიდან | |
ქვეყანა |
![]() |
სათავე |
ანგარის ჭიუხები 60°09′01″ ჩ. გ. 102°15′00″ ა. გ. |
შესართავი | 61°35′34″ ჩ. გ. 90°07′41″ ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | რუსეთი |
სიგრძე | 1865 კმ |
აუზის ფართობი | 240 ათ. კმ² |
![]() პოდკამენაია-ტუნგუსკის აუზი | |
![]() ![]() | |
![]() |
პოდკამენაია-ტუნგუსკა საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის მაის-ივნისში, წყალმცირეა ივლისიდან-ოქტომბრამდე. შესართავთან წყლის საშუალო ხარჯი 1750 მ³/წმ, მაქსიმალური 35 ათ. მ³/წმ. მინიმალური (ზამთარში) — 3-15 მ³/წმ. იყინება ოქტომბრის ბოლოს, ყინულძვრა შუა მაისშია. ყინულის ჩახერგვის დროს ქვემოთში წყლის დონე 29, 7 მ-მდე აღწევს. სანაოსნოა შესართავიდან 1146 კმ-ზე. პოდკამენაია-ტუნგუსკას ნაპირზეა დასახლებული პუნქტები: ვანავარა, ბაიკიტი, პოდკამენაია-ტუნგუსკა.
1908 წელს მდინარე პოდკამენაია-ტუნგუსკის აუზში მოხდა უძლიერესი აფეთქება, რომელმაც შემდგომ მიიღო „ტუნგუსკის ფენომენის“ სახელწოდება.