From Wikipedia, the free encyclopedia
პიროვნება — უნიკალური ფსიქოლოგიური თვისებების რთული ერთობლიობა, რომელიც განსხვავებულ სიტუაციებში და სხვადასხვა დროს გავლენას ახდენს ინდივიდის ქცევის თავისებურებებზე.
ფსიქოლოგმა გორდონ ოლპორტმა (Allport, 1937), არსებული ლიტერატურული მასალის ანალიზის საფუძველზე ცნება „პიროვნების“ ორმოცდაათამდე განმარტება გამოყო, რომელიც კატეგორიებში დააჯგუფა. ძირითადად გამოიყო ორი მიდგომა:
განსაზღვრებების მეორე მნიშვნელოვანი ტიპი (რომელსაც განსაზღვრება-ომნიბუსსაც უწოდებენ) ტერმინ „პიროვნებას“ იყენებს იმ ყველაფრის აღსანიშნავად, რაც ინდივიდს ეხება და თეორეტიკოსი ინდივიდის აღწერისას ჩამოთვლის მისი აზრით ყველაზე მნიშვნელოვან გაგებებს, რომლებიც ქმნიან პიროვნებას. სხვა განსაზღვრებებში კი ხაზი ესმება პიროვნების მაინტეგრირებელ ან ორგანიზაციულ ფუნქციას. იგულისხმება, რომ პიროვნება წარმოადგენს განსხვავებული დისკრეტული რეაქციების სტრუქტურას ან ორგანიზაციას. აგრეთვე, როგორც ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს პიროვნების აქტივობის შედეგს. აქტივობა კი ინდივიდის შიგნით არსებული ძალით წარიმართება. პიროვნება არის ის, რაც აწესრიგებს, ათანხმებს და წარმართავს ინდივიდუალური ქცევის სხვადასხვა სახეს.
სხვა განსაზღვრებები პიროვნებას ქცევის ინდივიდუალურ თუ უნიკალურ ასპექტთან აიგივებენ. ამ შემთხვევაში, პიროვნების ცნება იხმარება როგორც იმ მახასიათებლის აღსანიშნად, რომელიც ინდივიდს დანარჩენი ადამიანებისაგან განასხვავებს.
საბოლოოდ, არსებობს ისეთი მოსაზრებაც, რომლის თანახმად პიროვნება ინდივიდის არსს წარმოადგენს. ამ განსაზღვრებებში ხაზი ესმება იმას, რომ პიროვნება არის ის, რასაც ადამიანი სინამდვილეში წარმოადგენს, ანუ პიროვნება მოიცავს იმას, რაც ადამიანის ყველაზე ტიპური და ღრმა მახასიათებელია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.