From Wikipedia, the free encyclopedia
პირეოსის უნივერსიტეტი (ბერძ. Πανεπιστήμιο Πειραιώς) — უნივერსიტეტი პირეოსში, საბერძნეთი, რომელიც ამზადებს სპეციალისტებს ეკონომიკის, ბიზნესის მენეჯმენტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში.
პირეოსის უნივერსიტეტი | |
---|---|
ბერძ. Πανεπιστήμιο Πειραιώς | |
დაფუძნდა | 1938 |
ტიპი | უნივერსიტეტი და თავისუფალი გამომცემელი[1] |
ქვეყანა | საბერძნეთი[1] |
კავშირები | Greek Universities Network[2] და Open Technologies Alliance[3] |
http://www.unipi.gr/ |
პირეოსის უნივერსიტეტი თავდაპირველად დაარსდა როგორც პირეოსის ინდუსტრიული სკოლა 1938 წელს. 1945 წელს ამ უკანასკნელს ეწოდა ინდუსტრიული კვლევების უმაღლესი სკოლა. მისი მიზანი იყო ადმინისტრატორების სისტემატიური თეორიული და პრაქტიკული მომზადება. 1958 წელს დაერქვა პირეოსის ინდუსტრიული კვლევების უმაღლესი სკოლა და მისი ოთხწლიანი კურსი და მინიჭებული ხარისხი გაუტოლდა სხვა უნივერსიტეტებისას. 1971-1972 სკოლა მეორე კურსიდან უზრუნველჰყოფდა ორ არჩევანს: ეკონომიკური მეცნიერება და ბიზნეს ადმინისტრირება. 1977-1978 წლებში ჩამოყალიბდა სტატისტიკისა და სადაზღვევო საქმის კათედრები. უნივერსიტეტმა თანამედროვე სახელი მხოლოდ 1989 წელს მიიღო.
ახლა უნივერსიტეტი წარმოადგენს კვლევით ცენტრს, რომელიც დაარსებიდან (1989 წლიდან) არის ჩართული ტექნოლოგიურ კვლევებში ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, განსაკუთრებით კომპიუტერული ქსელებსა და ინტერნეტ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სფეროებში.[4]
პირეოსის უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი საბერძნეთის იმ ორი სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, რომლებიც სტუდენტებს სთავაზობს სამაგისტრო პროგრამებს. მისი თანამშრომლობა ისეთი პროგრამების ფარგლებში, როგორიცაა Erasmus + და სხვა ორმხრივი შეთანხმებები, ითვალისწინებს სტუდენტების და მომუშავე პერსონალის, ასევე სასწავლო-კვლევითი მასალების გაცვლას, ერთობლივი კვლევითი პროექტების და კონფერენციების ჩატარებას. ამას გარდა, უნივერსიტეტი არის ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი, როგორიცაა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია, უნივერსიტეტების ბიზნეს-სკოლების განვითარების ასოციაცია(ინგლისური)ქართ., უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია და სხვა.
უნივერსიტეტს მართავს რექტორთა საბჭო და სენატი. სენატში შედიან რექტორი, ორი პრორექტორი, დეპარტამენტების თავმჯდომარეები, ყველა კათედრის სტუდენტური საბჭოს თითო წარმომადგენელი, ორი ასპირანტი, თითო წარმომადგენელი პედაგოგებისა და სამეცნიერო თანამშრომლების დამხმარეების, ადმინისტრაციული პერსონალის, ტექპერსონალის. არიან აგრეთვე ლექტორების, დოცენტების და ასოცირებული პროფესორების წარმომადგენლები.
პირეოსის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მოთავსებულია მის მთავარ კორპუსში.[5] მასში ინახება დაახლოებით 80.000 სხვადასხვა დასახელების წიგნი. გაწევრიანება შეუძლია უნივერსიტეტის საზოგადოების ყველა აქტიურ წევრს. ბიბლიოთეკის მთავარი მიზანია აკადემიური საზოგადოების მოთხოვნების დაკმაყოფილება აქტუალური სამეცნიერო ინფორმაციით.
ბიბლიოთეკა უნივერსიტეტის საზოგაოებისთვის ატარებს სხვადასხვა თემატურ სემინარებს. ის აქტიურად მონაწილეობს ბერძნული აკადემიური ბიბლიოთეკების ხარისხის განყოფილების მიერ ჩატარებულ კვლევებში. კვლევა ითვალისწინებს მომხმარებელთა გამოკითხვას და ასევე სტატისტიკის წარმოებას თითოეული ბიბლიოთეკისთვის ცალ-ცალკე. ბიბლიოთეკა ამუშავებს 3 ციფრულ საცავს:
დოკუმენტაციების ევროპული ცენტრები იქმნება ევროპის კომისიის მიერ და ორიენტირებულია განათლებისა და სამეცნიერო კვლევების სფეროს სამუშაოების განვითარებაზე ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფის გზით. საბერძნეთის რეგიონში, სხვადასხვა აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში ფუნქციონირებს 12 ასეთი ცენტრი.
პირეოსის უნივერსიტეტის დოკუმენტაციების ევროპული ცენტრი ახლანდელი ფორმით არსებობს 2004 წლის იანვრიდან და მის არქივში ინახება დოკუმენტები დაწყებული 1994 წლიდან.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.