From Wikipedia, the free encyclopedia
პეტერ I (გერმ. Peter I; დ. 17 იანვარი, 1755 — გ. 21 მაისი, 1829) — ოლდენბურგელთა დინასტიის წარმომადგენელი. გეორგ ლუდვიგ ჰოლშტაინ-გოტორპელის ვაჟი. ოლდენბურგის ჰერცოგი 1823-29 წლებში.
პეტერ I | |
---|---|
წოდებები
ოლდენბურგის დიდი ჰერცოგი | |
დაიბადა | 17 იანვარი, 1755 |
გარდაიცვალა | 21 მაისი, 1829, (74 წლის) |
საგვარეულო | ოლდენბურგები |
მეუღლე(ები) | ფრედერიკა ვიურტემბერგელი |
შვილ(ებ)ი |
ავგუსტ I, ოლდენბურგის ჰერცოგი გეორგი |
მამა | გეორგ ლუდვიგ ჰოლშტაინ-გოტორპელი |
დედა | სოფია შარლოტა სონდენბურგელი |
რელიგია | ლუთერანიზმი |
პეტერი დაიბადა 1755 წლის 17 იანვარს. იგი იყო გეორგ ლუდვიგ ჰოლშტაინ-გოტორპელისა და სოფია შარლოტა სონდენბურგელის ერთადერთი გადარჩენილი ვაჟი.
1781 წლის 6 ივნისს, იგი დააქორწინეს ფრედერიკა ვიუტემბერგელზე, ვიუტემბერგის ჰერცოგ ფრიდრიხ II-ისა და ფრედერიკა დოროთეა ბრანდენბურგ-შვედიტელის ასულზე. ფრედერიკას და, სოფია ვიუტემბერგელი იყო რუსეთის იმპერატორ პავლე I-ის მეუღლე. პეტერსა და ფრედერიკას ორი ვაჟი შეეძინათ: ავგუსტი და გეორგი.
ფრედერიკა 1785 წელს მშობიარობას გადაჰყვა, რა დროსაც მკვდარი ბავშვი გააჩინა. ამავე წელს, იგი თავისი ბიძაშვილის, ოლდენბურგის ჰერცოგ პეტერ ფრიდრიხის რეგენტი გახდა.
1785-1803 წლებში იგი ლიუბეკის პრინც-ეპისკოპოსი იყო. 1823 წელს, პეტერ ფრიდრიხის გარდაცვალების შემდეგ, პეტერ I ოლდენბურგის დიდი ჰერცოგი გახდა. ამ ამბიდან რამდენიმე წელიწადში, 1829 წლის 21 მაისს პეტერი გარდაიცვალა, რის შემდეგაც ჰერცოგი მისი ვაჟი ავგუსტ I გახდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.