From Wikipedia, the free encyclopedia
პარტნიორობა მშვიდობისთვის (ინგლ. Partnership for Peace, შემოკლ. PfP) — ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) პროექტი, რომელიც მიზანი ნატოსა და ევროპის სხვა ქვეყნებს შორის ნდობისა და ურთიერთგაგების ჩამოყალიბებაა; პროგრამაში 23 ქვეყანა მონაწილეობს. შეიქმნა 1994 წელს, აღმოსავლეთის ბლოკის დაშლიდან მცირე ხანში. ათი საწყისი წევრი (ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია) ამჟამად უკვე ნატოს წევრები აარიან. 1995 წლის 26 აპრილს, პროექტს შუერთდა მალტაც, თუმცა 1996 წლის ოქტომბერში ნეიტრალურობის შენარჩუნების მიზნით გამოვიდა. 2006 წლის 29 ნოემბრის ნატოს სამიტზე რიგაში ბოსნია და ჰერცეგოვინა, მონტენეგრო და სერბია მოწვეულ იყვნენ პროექტში, რის შემდეგაც ისინიც გაწევრიანდნენ 2006 წლის 14 დეკემბერს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.