პამპა (ესპ.pampa, მრ. რ.pampas, ნასესხებია ინდიელთა ტომის კეჩუასენიდან):
მეტწილად ბალახეული მცენარეულობით შემოსილი ზოგიერთი ვაკე ადგილის სახელწოდება სამხრეთ ამერიკაში. საკუთრივ პამპა ეწოდება ბუნებრივ არეს არგენტინაში ს.გ. 29—30° შორის. პამპის ზედაპირი აღმოსავლეთით დაბალია და დანაოჭებულია (სიმაღლე30—150 მ), დასავლეთით განვითარებულია დიუნები, სამხრეთ-აღმოსავლეთით არის სიერა-დელტანდილის და სიერა-დე-ლა-ვენტანის მთის მასივები (სიმაღლე 1250 მ-მდე). ჰავა სუბტროპიკულია. იანვარში საშუალო ტემპერატურა 19-იდან 24°C-მდე. ივლისში 6-იდან 10°C-მდე. ნალექები 800—950 მმ წელიწადში. იცის ძლიერი სამხრეთის ქარები — პამპეროსი. მთავარი მდინარეა პარანა. მოჰყავთ ხორბალი და სიმინდი.