პავლე I (რუსეთი)
From Wikipedia, the free encyclopedia
პავლე I (რუს. Па́вел I, Павел Петро́вич Романов; დ. 1 ოქტომბერი, 1754, სანქტ-პეტერბურგი — გ. 11 მარტი, 1801, სანქტ-პეტერბურგი) — რუსეთის იმპერატორი 1796 წლის 6 ნოემბრიდან მის სიკვდილმადე, რომანოვების დინასტიიდან. პეტრე III-ს და ეკატერინე II-ს შვილი.
სწრაფი ფაქტები სრულიად რუსეთის იმპერატორი, კორონაცია: ...
პავლე I | |
---|---|
Павел I | |
სრულიად რუსეთის იმპერატორი | |
კორონაცია: | 16 აპრილი 1797 |
მმართ. დასაწყისი: | 6 ნოემბერი 1796 |
მმართ. დასასრული: | 23 მარტი 1801 |
წინამორბედი: | ეკატერინე II |
მემკვიდრე: | ალექსანდრე I |
სხვა წოდებები: | სრულიად რუსეთის იმპერატორი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1 ოქტომბერი 1754 |
დაბ. ადგილი: | სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 23 მარტი 1801 |
გარდ. ადგილი: | წმ. მიქაელის სასახლე |
დაკრძ. ადგილი: | პეტრეს და პავლეს კათედრალი |
მეუღლე: |
1.ნატალია 2.მარია |
შვილები: |
ალექსანდრე I კონსტანტინე I ალექსანდრა ელენე მარია ეკატერინე ოლგა ანა ნიკოლოზ I მიხეილ |
სრული სახელი: | Па́вел Петро́вич Рома́нов |
დინასტია: | რომანოვები |
მამა: | პეტრე III |
დედა: | ეკატერინე II |
რელიგია: | მართლმადიდებელი |
ხელმოწერა: | |
ბრძოლები/ომები: | მეორე კოალიციის ომი (1798-1799) |
დახურვა
მან თითქმის მთელი ცხოვრება გაატარა დედამისის ჩრდილქვეშ. ის მხოლოდ 42 წლის ასაკში გახდა იმპერატორი. მმართველობისას ჩაერია საფრანგეთის რევოლუციურ ომში და იმპერიას შეუერთა ქართლ-კახეთი.
პავლეს პროგერმანულმა განწყობებმა და არაპროგნოზირებადმა საქციელმა ის არაპოპულარული გახადა რუსეთის თავადაზნაურობაში და ის ფარულად მოკლა საკუთარმა ოფიცრებმა.