![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/ac/Ou_mountains_koriyama.jpg/640px-Ou_mountains_koriyama.jpg&w=640&q=50)
ოუს მთები
From Wikipedia, the free encyclopedia
ოუს მთები (იაპონ. 奥羽山脈) — ქედი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. სიგრძე დაახლოებით 500 კმ, სიგანე დაახლოებით 35 კმ. მაქსიმალური სიმაღლე 2038 მ (ვულკანი ივატე).[1] ძირითადად აგებულია ნეოგენური და პალეოგენური ასაკის გრანიტებით, გნაისებითა და დანალექი ქანებით. ქედის სიმაღლე ძლიერ არის შეცვლილი ნასუს ვულკანური ზონით. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ განლაგებულია ვულკანური კონუსების 7 ჯგუფი: ჰაკოდა, ივატე, სუგავა, ფუნაგატა, ზაო, აზუმა და ბანდაი. ოუს მთები მნიშვნელოვანი კლიმატური ზღუდეა: მისი აღმოსავლეთი კალთები განიცდის ზაფხულის, ხოლო დასავლეთი კალთები — ზამთრის მუსონის გავლენას. განვითარებული ფართოფოთლოვანი ტყე, 500–700 მ-ზე მაღლა მთის ტაიგაა.[1]
სწრაფი ფაქტები ოუს მთები ...
ოუს მთები | |
---|---|
![]() | |
კოორდინატები: 39°51′ ჩ. გ. 141°05′ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
უმაღლესი წერტილი | ივატე |
სიმაღლე | 2038 მ |
სიგრძე | 500 კმ |
სიგანე | 35 კმ |
დახურვა