ოტო II წითური
From Wikipedia, the free encyclopedia
ოტო II (გერმ. Otto II.; დ. 955 — გ. 7 დეკემბერი, 983, რომი) — აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფოს (961–983) და იტალიის მეფე (967–983) მეფე, საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი 973–983 წლებში. ოტო I დიდის და ადელაიდა ბურგუნდიელის ვაჟი. განამტკიცებდა იმპერიის საეპისკოპოსო სისტემას და ცენტრალურ ხელისუფლებას. 978 წელს ჩაახშო ბავარიის ჰერცოგის ჰაინრიხ II-ის აჯანყება, რომელსაც ბოჰემიისა და პოლონეთის საჰერცოგოები უჭერდნენ მხარს. 980 წელს საფრანგეთს დაათმობინა ლოთარინგია. 981 წელს შეიჭრა სამხრეთ იტალიაში, მაგრამ არაბებთან ბრძოლაში (982) სასტიკად დამარცხდა კროტონთან (კალაბრია).
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ოტო II (მრავალმნიშვნელოვანი). |
დაკრძალულია ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარში.