From Wikipedia, the free encyclopedia
ოსმან III (ოსმ. عثمان ثالث — Osmân-ı sâlis , თურქ. Üçüncü Osman) ( დ. 2 იანვარი 1699 — გ. 30 ოქტომბერი 1757) — ოსმალეთის იმპერიის სულთანი 1754–1757 წლებში.
ოსმან III | |
---|---|
ოსმ. عثمان ثالث — Osmân-ı sâlis | |
ოსმალეთის 25-ე სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1754 |
მმართ. დასასრული: | 1757 |
წინამორბედი: | მაჰმუდ I |
მემკვიდრე: | მუსტაფა III |
სხვა წოდებები: | ისლამის ხალიფა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 2 იანვარი 1699 |
დაბ. ადგილი: | სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 30 ოქტომბერი 1757 |
გარდ. ადგილი: | სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
მეუღლე: |
ლეილა ქადინ ეფენდი ზევქი ქადინ ეფენდი ფერჰუნდე ემინე ქადინ ეფენდი |
დინასტია: | ოსმანები |
მამა: | მუსტაფა II |
დედა: | შეჰსუვარ სულთანი |
რელიგია: | ისლამი |
ხელმოწერა: | |
ოსმან III იყო მუსტაფა II-ის შვილი და მაჰმუდ I-ის ძმა. ტახტზე ასვლამდე თითქმის 50 წელი თოფქაფის სასახლეში იზოლაციაში იმყოფებოდა.
ოსმან III ვერ იტანდა მუსიკას და მუსიკოსებს, ამიტომ ბრძანება გასცა ისინი სასახლიდან გაეძევებინათ. ასევე ოსმანი ვერ იტანდა ქალებს და ქალთა საზოგადოებას. ის ატარებდა ლურსმებიან ფეხსაცმელებს, რათა მის ხმაზე მოსამსახურე ქალები მის ხმაზე გაქცეულიყვნენ.
მისი მმართველობის წლებში შვიდჯერ შეიცვალა დიდი ვეზირი. დიდი ვეზირების ქონება ჩვეულებრივ სულთანის ხელში გადადიოდა. ოსმან III განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობოდა ქრისტიანებს და იუდეველებს. მათ აიძულებდა ტანსაცმელზე სპეციალური ნიშნები ეტარებინათ. 1757 წელს ოსმან III ინსულტის შედეგად მოულოდნელად გარდაიცვალა. ის შეცვალა მისმა ბიძაშვილმა, მუსტაფა lll-მ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.