ოსკარი
From Wikipedia, the free encyclopedia
აკადემიის პრიზები ანუ ოსკარები (2013 წელს ოფიციალური სახელწოდება, „აკადემიის პრიზები“ შეიცვალა „ოსკარებით“) — შეერთებულ შტატებში კინოინდუსტრიაში მიღწევების აღსანიშნავად ყოველწლიურად გამართული დაჯილდოების ცერემონია. სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული ჯილდოვდება ქანდაკების ასლით, რასაც ოფიციალურად ეწოდება აკადემიის ღირსების პრიზი, და დღეს მთელ მსოფლიოში ცნობილია როგორც, „ოსკარი“. დაჯილდოების ცერემონია პირველად 1929 წელს ლოს-ანჯელესში „ჰოლივუდ რუზველტ ჰოტელში“ გაიმართა. ცერემონიას ზედამხედველობას უწევს „კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია“ (Academy of Motion Picture Arts and Sciences - AMPAS).
ოსკარები | |
ჯილდო | კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის |
წარადგენს | კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია |
ქვეყანა | აშშ |
ადგილმდებარეობა | ჰოლივუდი, ლოს-ანჯელესი |
პირველად გადაეცა | 16 მაისი, 1929 |
oscars.org |
---|
„ოსკარებით“ დაჯილდოების ცერემონია ტელეეთერში პირველად 1953 წელს გადაიცა. დღეს პირდაპირი ტრანსლაცია უკვე მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში ხდება. „ოსკარები“ არის შოუ-ბიზნეზში უძველესი დაჯილდოების ცერემონია. მსგავსი ცერემონიები: Emmy Awards, Tony Awards და Grammy Awards, გადმოღებულია „ოსკარების“ ფორმატიდან. „აკადემიის პრიზებით“ დაჯილდოების საღამო, მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ ცერემონიად ითვლება.