From Wikipedia, the free encyclopedia
აღმოსავლეთმცოდნეობა (ასევე ორიენტალისტიკა) — სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც აღმოსავლეთის ენების, სულიერი და მატერიალური კულტურის შესწავლითაა დაკავებული.
ევროპაში, აღმოსავლეთმცოდნეობა როგორც აკადემიური დისციპლინა პარიზში 1795 წელს დაარსდა სახელწოდებით — École spéciale des langues orientales. პარიზის ამ სკოლაში ასწავლიდა სილვესტრ სასი (Silvestre de Sacy, 1758—1838), რომელმაც თავისი მოღვაწეობით დიდი გავლენა იქონია აღმოსავლეთმცოდნეობითი მეცნიერების განვითარებაზე. გერმანიაში 1845 წელს დაფუძნდა გერმანიის აღმოსავლური საზოგადოება, რომელიც დღემდე შეისწავლის აზიის, აფრიკის და ოკეანეთის ქვეყნებს, მათ ენებს, საზოგადოებებს, კულტურებს. ვენაში 1886 წელს შეიქმნა ორიენტალისტიკის ინსტიტუტი. ავსტრიის დედაქალაქში არსებულ ამ ინსტიტუტში დღესდღეობით ფუნქციონირებს ძველსემიტური ფილოლოგიისა და წინა აზიის არქეოლოგიის, არაბისტიკისა და თურქოლოგიის სპეციალობები.
ორიენტალისტიკის დისციპლინებია ასირიოლოგია, ირანისტიკა, თურქოლოგია, ოსმანისტიკა, სემიტოლოგია და ზოგჯერ სემიტოლოგიისაგან განცალკევებით დგას აგრეთვე არაბისტიკა და ისლამოლოგია.
სიტყვის ფართო გაგებით აღმოსავლეთმცოდნეობა შეიძლება მოიცავდეს ეგვიპტოლოგიასაც. ეგვიპტოლოგიას ხშირად აფრიკანისტიკას მიაკუთვნებენ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.